BMW ელექტრული „მინის“ წარმოებას წლის ბოლოს დაიწყებს

BMW ელექტრული „მინის“ წარმოებას წლის ბოლოს დაიწყებს

access_time2019-07-11 09:05:58

BMW აცხადებს, რომ წლის ბოლოს თავის ბრიტანულ ქარხანაში, ელექტრული „მინის“ წარმოებას დაიწყებს. პირველი ავტომობილები მომხმარებლებამდე გაზაფხულზე მიაღწევს.„მინი ელექტრიკით ჩვენ ვიწყებთ ელექტრული მანქანების წარმოების ახალ ეტაპს. 2023 წელს, გეგმაზე ორი წლით ადრე, ჩვენ ბაზარზე 25 ელექტრიფიცირებული მოდელი გვექნება, მათგან ნახევარზე მეტი კი სუფთა ელექტრომობილი იქნება“, - ამბობს ბავარიული კომპანიის წარმოების შეფი ოლივივერ ციპსე.


ელექტრული „მინის“ წარმოების დაწყება, ბრექსიტის ახალ ბოლო ვადას (31 ოქტომბერს) ემთხვევა. და ეს იმ დროს ხდება, როცა ბევრი კომპანია, ხელშეკრულების გარეშე ბრექსიტის შიშით, ბრიტანეთიდან წარმოების და ბიზნესის გატანას/ნაწილობრივ გატანას განიხილავს.


„ბეემვემ“ თავის ოქსფორდის (სამხრეთი ინგლისი) ქარხანაში შარშან 230 ათასი ავტომობილი გამოუშვა. ეს კი ბრიტანეთის ავტომრეწველობის დაახლოებით 15 პროცენტია. ბავარიელები „მინის“ ძრავების და მოდელების ნაწილის ბრიტანეთს გარეთ გატანს აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირიდან გასვლა ხელშეკრულების გარეშე განხორციელდება. თუმცა პრემიერ მინისტრობაზე ორივე ძირითადი კანდიდატი - ბორის ჯონსონი და ჯერემი ჰანტი ირწმუნებიან, რომ ხისტ ბრექსიტს არ დაუშვებენ.



რაც შეეხება სერიულ ელექტრულ „მინის“, მისი სრული სახელია „მინი კუპერ SE“ და ის სამკარიანი სუბკომპაქტური მოდელია. არის წინა წამყვანი ბორბლებით. აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომელიც 184 ცხენის ძალას და 270 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.


ძრავს ენერგიით კვებავს ელემენტების ბლოკი, რომლის დახმარებითაც, ავტომობილი ერთი სრული დამუხტვით, 270 კილომეტრის გავლას შეძლებს. ბლოკი ავტომობილის ძირზეა განლაგებული. ელექტრომობილ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7.3 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 150 კილომეტრს აღწევს. ავტომობილი აღჭურვილია ხმოვანი სისტემით, რომელიც ფეხმავლებს მისი მოახლოების შესახებ ამცნობს.


bpn.ge


თეგები:
BMW



ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია
access_time2019-11-15 16:00:13
საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი...

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი
access_time2019-11-15 15:09:56
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება“-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა...

BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ

BAG ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ
access_time2019-11-15 14:00:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიები შრომის კანონმდელობაში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად დღეს ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდენენ. შეხვედრის ფარგლებში BAG-იმ გააცნო ექსპერტებს თავიანთი შენიშვნები, ხედვები და რეკომენდაციები ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძვლების შეზღუდვაზე, სტაჟირების დაქვემდებარებაზე შრომის კოდექსით განსაზღვრული სტანდარტებისადმი, ასევე საუბარი შეეხო ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირებების საკითხებს,...


მსგავსი სიახლეები

up