BMW ახალ  X8-ს 2021 წელს წარადგენს

BMW ახალ X8-ს 2021 წელს წარადგენს

access_time2020-04-22 12:45:40

ბავარიული მწარმოებლის ახალი ფლაგმანური სუვის შექმნას აპირებს, რაზეც პატენტის ოფიციალური დოკუმენტი მეტყველებს.


ის დრო, როდესაც BMW-ს ერთადერთი X5 სუვი ჰყავდა, დიდი ხანია რაც გავიდა. ახალ ბავარიული მწარმოებლის სამოდელო ჩამონათვალში სუვების არჩევანის გამო თვალები აგიჭრელდებათ, დაწყებული პატარა წინაწამყვანი X1 და X2-ით, X7-ით, ძვირადღირებული ბეჰემოტით დამთავრებული. X-ების ოჯახს სამომავლოდ კიდევ ერთი წევრი დაემატება : X8. BMW-ს ახალი ფლაგმანური ძვირადღირებული სუვის შემუშავების შესახებ ჭორები ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში გავრცელდა. ბოლო ინფორმაციით ახალ სუვისთვის M45e ძალოვანი აგრეგატია დაგეგმილი.


BMW უკვე ფიქრობს, თუ X8-ის სრული M-პაკეტი როგორი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი ჯერ წარდგენილიც არ არის. BMW-ების ერთ-ერთ ფორუმზე მომხმარებელმა გერმანული პატენტების და სავაჭრო ნიშნების სააგენტოს დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ახალი სუვის X8 M სახელი ფიგურირებს. ეს ინფორმაცია Deutsche Patent- und Markenamt (DPMA)-ის ვებ-გვერდზე გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ X8 M-ის სავაჭრო ნიშნის აპლიკაცია 23 მარტს შეივსო და 1 აპრილს იგი დაარეგისტრირეს. ამ ეტაპზე აპლიკაცია განიხილება და კომპანია პასუხს ელოდება.




ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ რა არის X8, რა ჯიშის ცხოველია? თუ განცხადებებს მივყვებით, იგი X7-ის უფრო ძვირადღირებული 4-ადგილიანი ვერსია იქნება, რომლის წარდგენა 2021 წლის დასაწყისისთვის არის ნავარაუდები. თუმცა ეს თარიღი ნაკლებად რეალურია იმიტომ, რომ ფუნქციონირებადი პროტოტიპის ფარული ტესტირების სურათებიც კი არსად ჩანს. ამის გათვალისწინებით, უფრო რეალურია, რომ BMW-ს ახალი „იახტა“ 2022 წლის ერთ-ერთი დებიუტანტი იქნება.


X8-ს ძარა X7-ის კუპეს ვერსია იქნება, რომელსაც ერთნაირი ბაზა და შასის კომპონენტები ექნება. პოტენციურად სრულყოფილი M-პაკეტის ვერსია, X6 M-ის ანალოგიურად , 4,4-ლიტრიანი 617-ცხენისძალიანი ტვინ-ტურბო ძრავით იქნება აღჭურვილი. მიუხედავად იმისა, რომ X8 BMW-ს სუვებს შორის საუკეთესო იქნება, მას M760i-ის 6,6-ლიტრიანი V12 არ ექნება, რადგან კომპანიის განცხდებით ამ ძრავის გაუმჯობესება და გამონაბოლქვის რეგულაციების ჩარჩოებში მოქცევა საკმაოდ რთული და ძვირი პროცესია. ასევე ასეთი ძრავების მქონე კომპლექტაციები ფაქტობრივად არ იყიდება და კომპანიის გადმოსახედიდან ეს ფუჭად გადაყრილი რესურსია.


X8-ის M ვერსიის მოდელის გაყიდვას საბაზო მოდელის გამოშვებიდან მომდევნო წელს დაიწყებენ, ამიტომ 2023 წლამდე X8 M-ს ნუ ელოდებით. ზოგიერთი ამბობს, რომ ახალი სუვი BMW-ს ყველაზე ძვირიანი მოდელის M760i-ის 157 800$ ფასს საგრძნობლად აღემატება. BMW-ს i8 Roadster-ს ყველაზე ძვირიან მანქანად ვეღარ ჩავთვლით, რადგან ამ ჰიბრიდული სპორტქარის წარმოება ამ თვეში წყდება.


წყარო: crystalauto.ge

თეგები:
BMW



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up