bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“

access_time2019-09-22 18:00:58

2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არასაბანკო დაწესებულებებიც, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოექცნენ. ამ პერიოდიდან იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის შემცირებაც. საწესდებო კაპიტალის ზრდა, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება და ა.შ. - ეს არის იმ რეგულაციების ჩამონათვალი, რომელიც უკვე მესამე წელია მიკროსაფინანსო ბაზარსაც შეეხო. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ამ ტიპის საფინანსო ინსტიტუტებში ზარალი და მათი გადინება ბაზრიდან.

2017 წლის მაისის ბოლოს (ანუ რეგულაციების შემოსვლის დასაწყისში) საქართველოში 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით კი, საქართველოში, 52 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფიქსირდება ანუ დაახლოებით, 2 წელიწად-ნახევარში მისოების რიცხვი 36 ერთეულით შემცირდა. ეს თავისთავად დასაქმების შემცირებასთანაც არის დაკავშირებული. მხოლოდ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდს თუ ავიღებთ, 2018 წლის მეორე კვარტლისთვის სფეროში დასაქმებული იყო 5 ათასამდე ადამიანი, ბოლო მონაცემები კი, კლებას აჩვენებს. შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვის-ცენტრებიც.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ ეტაპზე ლიკვიდაციის პროცესში 13 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იმყოფება.

ამის პარალელურად მცირდება სექტორის მომგებიანობაც. სტასტისტიკა აჩვენებს, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორი 30 მილიონ ლარიან ზარალზეა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები BM.GE-ისთან საუბრისას მთავარ მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს ასახელებენ, თუმცა მიკროსაფინანსოების ერთი ნაწილი რეგულაციებს ეწინააღმდეგება, მეორე ნაწილი კი, დაგვიანებულ აუცილებლობად აფასებს. კომპანია 4 Finance-ის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეგულაციებმა სექტორი, ფაქტობრივად, ჩამოშალა და ჯაჭვურად სხვა სექტორებზეც იმოქმედა.

"ყოველთვე იხურება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე", - აცხადებს ლაშა ერედელი.

მისი თქმით, ერთდროულად ძალაში შესულმა რეგულაციებმა უცხოელი ინვესტორებიც დააფრთხო და ფაქტობრივად, შეაჩერა ამ კუთხით ინვესტიციები.

“მოსალოდნელიც იყო, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დაიხურებოდნენ, რადგან საკანონმდებლო სიტუაცია შეიქმნა იმგვარი, რომ ეკონომიკურად მომგებიანი აღარ არის ეს საქმიანობა. ჩვენ ვაფრთხილებდით ეროვნულ ბანკს, ვცდილობდით მათთან კონსულტაციას, რომ დადგებოდა ეს შედეგი, მაგრამ სწორედ ეს იყო მათი მიზანი. არამარტო განადგურდა ინდუსტრია, არამედ პრობლემები შეექმნა მასთან დაკავშირებულ სხვა სექტორებსაც, როგორებიცაა, საგადახდო არხები, ელექტრონული საფულეები, ტექნიკის მაღაზიები, სარეკლამო კომპანიები - ესენი არის დაკავშირებული სფეროები და კომპანიები, რომლებსაც შეუმცირდათ მოგება და ბრუნვა, რადგან მიკროსაფინანსო სექტორი განიცდის რეგრესს.

აღარაფერს ვამბობ ათასობით უმუშევარ ადამიანზე და იმ გადასახადებზე, რომლებსაც იხდიდნენ ეს კომპანიები და რომლებიც მოაკლდა სახელმწიფო ბიუჯეტს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ამ კომპანიების უკან ხშირ შემთხვევაში იდგნენ უცხოელი ინვესტორები, მათთვის ეს(რეგულაციები) იყო მკვეთრად უარყოფითი მესიჯი. შედეგი გვაქვს სახეზე: შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გაუარესებული მაკროეკონომიკური პარამეტრები, ლარის კურსი, ინფლაცია. მათი მოქმედებები არის ფაქტობრივად, დამაზიანებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის და სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ნაცვლად ბაზრის ლიბერალიზაციისა, ყოველდღიურად ვხედავთ ახალ ინიციატივებს, რომლებიც მარწუხებში მოაქცევს ბიზნესს”,- აცხადებს vivus.ge-ის ხელმძღვანელი.

უცხოური ინვესტიციების შემცირებას ადასტურებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ-ბი-სი-შიც”, თუმცა აქ მიაჩნიათ, რომ რეგულაციები დიდი ხნის წინ იყო შემოსაღები, მისმა დაგვიანებამ და ერთბაშად შემოღებამ კი, შოკური ეფექტი გამოიწვია. კომპანიის გენერალური დირექტორის გია პეტრიაშვილის შეფასებით, კომპანიებისთვის ხარჯები ფაქტობრივად გაორმაგდა, რასაც მცირე კომპანიებმა ვერ გაუძლეს და ბაზარი დატოვეს.

"ზოგადად ეს რეგულაციები მისასალმებელია, უბრალოდ, ჩვენი აზრით, ერთბაშად მოხდა მათი შემოღება. ამან გამოიწვია ფიქსირებული ხარჯების მკვეთრად ზრდა და გამოიწვია ის, რომ თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ აქვს პორტფელის კრიტიკულ ზომაზე მეტი, ის ვერ იქნება მომგებიანი. ჩვენ ახლა სწორედ ამას ვხედავთ, რომ წვრილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ტოვებენ ბაზარს. ჩემი მოლოდინია, რომ ეს გაგრძელდება.

თუმცა, ეს (რეგულაციები) მაინც უნდა შეფასდეს როგორც დადებითი მოვლენა, რადგან ეს არის ის ცივილური თამაშის წესები, რომელიც აუცილებელი იყო, უბრალოდ უნდა მომხდარიყო მათი ეტაპობრივი განხორციელება. ეს რეფორმა ზრდის გამჭვირვალობას, აჯანსაღებს ბაზარს, საეჭვო რეპუტაციის კომპანიები გადიან”, - აცხადებს გია პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, ახალ რეგულაციებზე მორგებას განსხვავებული სტრატეგიით ხვდებიან და აქცენტს ბიზნეს სესხებზე აკეთებენ.

"პრაქტიკულად მთლიანად გადავერთეთ ბიზნესის დაკრედიტებაზე. ადრე ჩვენს კომპანიაში სამომხმარებლო დაკრედიტებას საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ეჭირა და ახლა ფაქტობრივად მინიმუმადეა დასული, თუმცა ცვლილებებისთვის ჩვენ ისედაც ვემზადებოდით, უბრალოდ რეგულაციებმა ეს ყველაფერი დააჩქარა”, - აცხადებს გია პეტრიაშვილი.






ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...


მსგავსი სიახლეები

up