bm.ge - დეპუტატი საპენსიო სისტემაზე: მთავრობა ადასტურებს, რომ ეს სქემა ცუდია

bm.ge - დეპუტატი საპენსიო სისტემაზე: მთავრობა ადასტურებს, რომ ეს სქემა ცუდია

access_time2019-09-24 22:30:27

მთავრობამ არანაირი კამპანია არ განახორციელა იმისათვის, რომ თუნდაც 40 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობისთვის აეხსნა, რომ მათ საპენსიო რეფორმიდან გამოსვლა შეეძლოთ,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხდა.


როგორც პარლამენტარი აღნიშნავს, ვისაც საპენსიო სისტემიდან გამოსვლა შეეძლო, მათი დაახლოებით, 50% სქემიდან უკვე გამოვიდა.


„ეს პირდაპირ მიუთითებს საზოგადოებრივ უნდობლობაზე. მთავრობა ადასტურებს, რომ ეს სქემა ცუდია და არ ვარგა და ჩვენც არ ველოდით, რომ მასში ამდენი ადამიანი დარჩებოდა. ახლა საპენსიო ფონდს გადასახადის გადამხდელის ხარჯზე 20 მლნ ლარს უმატებენ ანუ ისევ დამატებით ფულს აძლევენ საპენსიო ფონდს და სად მოხდება მისი ინვესტირება და როგორ დაიხარჯება, ეს ფული არავინ იცის. არავინ იცის დღევანდელი თაობა 20 წლის შემდეგ შესაბამის პენსიას მიიღებს თუ არა", - განმარტა ჭიაბერაშვილმა.



ცნობისთვის: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ხელისუფლება 16 მლნ ლარით ნაკლებს ელოდება ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადიდან. მიზეზად კი, საპენსიო რეფორმა სახელდება. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საპენსიო სისტემაში დარჩა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ელოდნენ.


bm.ge




„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა

„ევექსის“ და იმედი L-ის მმართველი კომპანიის - GHG-ის აქციების ღირებულება ლონდონის ბირჟაზე განახევრდა
access_time2019-12-13 12:30:19
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ეცემა. ბოლო 2 წელში ღირებულება განახევრდა. თუ 11/2017 ფასი იყო საშუალოდ 3.5 გირვანქა სტერლინგი იყო, 11/2019 -ისთვის 1.6 ფუნტ სტერლინგამდე (GBP) შემცირდა. გასულ კვირას, აქციები დაიხურა GBP1.62 -ით, კლებაა 1.67% (w.w), ოქტომბერთან შედარებით კი 10%-ით. ნავაჭრია 354 000 აქცია, GBP 1.60 – 1.68 დიაპაზონში. თვის საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობაა - 78 000 აქცია. ჯგუფმა წლის პირველ 9 თვეში 703...

„ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება მოკლევადიან პერიოდში პროდუქტის გაიაფებაზე არ აისახება“

„ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება მოკლევადიან პერიოდში  პროდუქტის გაიაფებაზე არ აისახება“
access_time2019-12-13 11:50:57
მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.86 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის გამყარებას ბიზნესგარემოზე და შესაძლებელია თუ არა გადაიხედოს ფასები? „ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.“-ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია საქკაბელის“ მმართველმა პარტნიორმა...


მსგავსი სიახლეები

up