ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა კომპანიებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

access_time2020-09-29 12:30:03

სავალუტო ბაზრის რეფორმის პირველი ეტაპი 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება, რაც ბლუმბერგის Bmatch პლატფორმის სრული დატვირთვით ამოქმედებას და კომპანიების ეტაპობრივ ჩართვას გულისხმობს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


„ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამასთან, კომერციულ ბანკებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ეძლევათ აღნიშნული სერვისი კლიენტებს მანამდეც შესთავაზონ. საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „ბაზისბანკი“ პირველი ბანკი იყო, რომელმაც სრულყოფილად გამართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და განაცხადა Bmatch სერვისის ამოქმედების შესახებ. ბლუმბერგის სისტემაში პირველი კლიენტის განაცხადი უკვე განთავსდა და პირველი გარიგებაც დაიდო, რასაც მთლიანობაში რამდენიმე წუთი დასჭირდა.



Bmatch პლატფორმაში, რომელიც სატესტო რეჟიმში მიმდინარე წლის მარტიდან მოქმედებს, დღეისათვის ვაჭრობენ ქართული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კომპანიები. ასევე, სისტემაში ერთი უცხოური საინვესტიციო ფონდია ჩართული.




ეროვნული ბანკი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას განაგრძობს. ორი შეხვედრა კომპანიებთან უკვე შედგა, ხოლო შემდეგი შეხვედრა 30 სექტემბერს შედგება. კლიენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს კომერციული ბანკებიც მართავენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი პლატფორმის და წესების შესახებ ინფორმირებულები იყოს ყველა მხარე, განსაკუთრებით კი კლიენტები, რათა მათ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ და სრულად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც სავალუტო ბაზრის რეფორმა იძლევა.



სავალუტო ბაზრის რეფორმის ფარგლებში, პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესებიც. დოკუმენტები უკვე განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (წესი 1, წესი 2).



შეგახსენებთ, რომ ახალი წესი და Bmatch პლატფორმა სავალუტო ბაზრის მასშტაბური რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია სავალუტო ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ახალი მიდგომების დანერგვა, უფრო მეტი გამჭვირვალობის მიღწევა, კონკურენციის გაზრდა და მომხარებელთა უფლებების უკეთ დაცვა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება
access_time2021-03-01 22:54:17
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა. „შარლ მიშელის მიერ...

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2021-03-01 20:34:10
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-01 21:00:35
1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული...

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის
access_time2021-03-01 16:30:03
ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის.ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით,...

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“
access_time2021-03-01 18:00:00
საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრენდის მაღაზიები თბილისის მოლებში მაისში გაიხსნება.„მაისში გაიხსნება იტალიური კოსმეტიკის ბრენდი. ჯამში, 3 მაღაზია. ეს იქნება ისთ ფოინთში, სითი მოლსა და თბილისი მოლში. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ჯერ ისევ ვმუშაობთ“,- განაცხადა რეზო...


მსგავსი სიახლეები

up