ბლუმბერგი, მერდოკი, ტომსონი - ვინ არის 10 ყველაზე მდიდარი მედიამაგნატი მსოფლიოში

ბლუმბერგი, მერდოკი, ტომსონი - ვინ არის 10 ყველაზე მდიდარი მედიამაგნატი მსოფლიოში

access_time2021-04-22 21:30:00

მსოფლიოს დღევანდელ მოწყობაში მედია და ზოგადად ინფორმაციული სფერო უდიდეს როლს თამაშობს. მედია მაგნატებს ხშირად მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსებზე მეტი ძალაუფლებაც კი აქვთ. ამიტომ, ამ სფეროში კონკურენციაც დიდია.


საინტერესოა, ვინ არის დღევანდელ რეალობაში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და მდიდარი მედიამაგნატი? გთავაზობთ Forbes real-time -ზე დაყრდნობით 10 ყველაზე მდიდარ მედიამაგნატს მსოფლიოში:


მაიკლ ბლუმბერგი - 59 მილიარდი აშშ დოლარი


არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი მედიამაგნატი ფინანსური ინფორმაციისა და მედია კომპანიის- Bloomberg LP.-ის დამფუძნებელი, მაიკლ ბლუმბერგია. მან კორპორაცია 1981 წელს დააფუძნა. იგი ბიზნესის 88% ფლობს, რომელსაც 10 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს.


ბლუმბერგმა კარიერა 1966 წელს უოლ სტრიტზე, საშუალო დონის საივესტიციო ბანკში Salomon Brothers-ში დაიწყო. იგი 15 წლის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.


2019 წლის ნოემბერში ბლუმბერგმა თავი საპრეზიდეტო კანდიდატად წარადგინა, თუმცა 2020 წლის მარტში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მას შემდეგ, დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ასობით მილიონი დახარჯა. ბლუმბერგს კლიმატის ცვლილების, იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა საკაცობრიო მნიშვნელობის პროგრამებში 5 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ჩადებული. იგი 12 წლის მაძილზე ნიუ – იორკის მერი იყო.


დევიდ ტომსონი და ოჯახი- 43,8 მილიარდი აშშ დოლარი


დევიდ ტომსონი და მისი ოჯახი ბაბუის, როი ტომსონის მიერ დაარსებულ მედიასა და საგამომცემლო იმპერიას აკონტროლებენ. ოჯახი “ტომსონ როიტერში“ ყველაზე დიდ წილს ფლობს.


2018 წელს ტომსონ როიტერმა Refinitiv– ის საკონტროლო პაკეტი Blackstone– ზე 17 მილიარდ დოლარად გაყიდა. ოჯახი ასევე ფლობს წილს სატელეკომუნიკაციო გიგანტ Bell Canada- ში და გაზეთ Globe and Mail- ს ტორონტოში.


რუპერტ მერდოკი და ოჯახი - 23,1 მილიარდი აშშ დოლარი


მერდოკი აკონტროლებს მედიის გიგანტს, რომელიც რამდენიმე საკაბელო არხს მოიცავს, მათ შორის Fox News, Times of London და The Wall Street Journal.


მერდოკმა 2019 წლის მარტში Disney– ს 71,3 მილიარდ დოლარად Fox, FX და National Geographic Networks– ის უმეტესი ნაწილი მიჰყიდა. მერდოკის ვაჟი მართავს Fox– ის ახალ სატელევიზიო არხს.


ავსტრალიაში მცხოვრებმა მერდოკმა გაზეთი მემკვიდრეობით 22 წლის ასაკში, მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.


დონალდ ნიუჰაუსი - 16 მილიარდი აშშ დოლარი



დონალდ ნიუჰაუსმა და მისმა გარდაცვლილმა ძმამ სამუელმა Advance Publications საგამომცემლო და სამაუწყებლო იმპერია მემკვიდრეობით მიიღეს.


დონალდი აწარმოებს გაზეთების ბიზნესს. მისი ძმა, რომელიც წლების განმავლობაში ჟურნალ Conde Nast- ს ხელმძღვანელობდა, 2017 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.


Advance Publications- ს Discovery Communications- სა და სოციალური ამბების საიტ Reddit- ში მნიშვნელოვან წილს ფლობს.


Su Hua - 14,8 მილიარდი აშშ დოლარი


Su Hua– მ 2011 წელს GIF– ის შექმნის პროგრამა, Kuaishou დააარსა, როგორც შემდეგ ვიდეო გაზიარების და პირდაპირი სტრიმინგის პლატფორმად გადააქცია. აპლიკაციამ მომხმარებელთა ფართო ბაზა დააგროვა. 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, აპლიკაციაში 110 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი დაფიქსირდა.


ჩინური ინტერნეტ კომპანია Tencent- ის ნაწილობრივი მხარდაჭერით, 2018 წლის იანვარში კუაიშუს შეფასება 18 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.


როგორც ცნობილია, დამფუძნებელი დაიბადა ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც 1998 წლამდე ელექტროენერგია არ ჰქონდა. კუაიშოს დაარსებამდე კი სუ Baidu- სა და Google- ში პროგრამისტად მუშაობდა.


ჩენ იხიაო - 11,7 მილიარდი აშშ დოლარი


ჩენი არის მოკლე ვიდეო პლატფორმა „კუაიშუს“ თანადამფუძნებელი, რომლის სათაო ოფისი პეკინში მდებარეობს. მედიის ერთ-ერთი ინვესტორი ჩინეთის ინტერნეტ მაგნატი Tencent -იც ფიქსირდება. ასევე მილიარდერია კუაიშუს თანადამფუძნებელი სუ ჰუა.


ჩარლზ ერგენი - 11,4 მილიარდი აშშ დოლარი


ჩარლზ ერგენი სატელიტური ტელევიზიის მიმწოდებელი Dish Network-ის და სატელიტური კომუნიკაციების კომპანიის EchoStar -ის თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა.


ერგენმა კარიერა 1980 წელს კოლორადოში დაიწყო. იგი სატელიტურ მოწყობილობებს ჰყიდდა. 1996 წელს კი Dish საჯაროდ გამოაქვეყნა. დღეს მას 11 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.


Dish აშენებს 5G ქსელს, რომელიც 2023 წლისთვის აშშ – ს მინიმუმ 70% -ს დაფარავს.


დევიდ გეფენი - 10 მილიარდი აშშ დოლარი


დევიდ გეფენი არის Asylum Records, Geffen Records და DGC Records და DreamWorks Film Studios დამფუძნებელი. იგი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში, ბრუკლინში დაიბადა. კარიერა უილიამ მორისის სააგენტოს საფოსტო განყოფილებაში დაიწყო, სადაც პროფესიულად გაიზარდა და მოგვიანებით აგენტი გახდა.


მას ეკუთვნის ნიუ იორკის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კონდო, ჰემპტონები და ჯეკ ლ. ვარნერის ბევერლი ჰილსი.


2017 წელს გეფენმა ლოს ანჯელესის საგრაფოს ხელოვნების მუზეუმს 150 მილიონი შესწირა, რაც მუზეუმის ისტორიაში უდიდეს საჩუქარად შეაფასეს.


ჯიმ კენედი - 9,4 მილიარდი აშშ დოლარი


კერძო ავტო და მედია კომპანიის Cox Enterprises თავმჯდომარე ჯიმ კენედი ქონებას თავის დას და ბიძაშვილებს უნაწილებს.


გარდა იმისა, რომ 1988 წლიდან 2008 წლამდე კენედი Cox Enterprises -ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი იყო, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიის შემოსავალი 1.8 მილიარდი დოლარიდან 21 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.


Cox Enterprises კენედის ბაბუამ, ჯეიმს მ კოქსმა 1898 წელს დააარსა. ჯიმ კენედიმ Cox Enterprises– ში 25% -იანი წილი მემკვიდრეობით მიიღო დედისგან, ბარბარა კოქს ენტონისგან, რომელიც 2007 წელს გარდაიცვალა.


ბლერ პარი-ოკედენი - 9,4 მილიარდი აშშ დოლარი


ბლერ პარი-ოკედენმა Cox Enterprises- ის 25%-იანი წილი 2007 წელს დედის ბარბარა კოქს ენტონის გარდაცვალების შემდეგ ასევე მემკვიდრეობით მიიღო.


Cox Enterprises არის 19,2 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე საავტომობილო და მედია კომპანია, რომელიც ატლანტაში მდებარეობს. მას ეკუთვნის საკაბელო ტელევიზიის ფირმა Cox Communications. ბლერის ძმა, ჯიმ კენედი, კომპანიის თავმჯდომარეა.


Forbes–ის მედიისა და გართობის რეიტინგში სულ 100 ადამიანი ჰყავს შეყვანილი. შეგახსენებთ, რომ გამოცემა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიურ ფინასურ მონაცემებს რეალურ დროში ადევნებს თვალყურს. ფიზიკური პირების საზოგადოებრივი აქტივების მნიშვნელობები ყოველ 5 წუთში ახლდება. ფიზიკური პირების მონაცემები კი, რომელთა ბედი დაკავშირებულია კერძო კომპანიებთან, ნახევარ საათში ერთხელ.


BPN.GE


თეგები:
მედია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up