„ბლუმბერგი“ - Credit Suisse Group AG-ში თაღლითობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილი უჩივის სინგაპურში ბანკის ერთ–ერთ თანამშრომელს მინიმუმ 300 მილიონ დოლარის მოპარვისთვის, რაც ახალ ფრონტს ხსნის გრძელვადიან კამათში

„ბლუმბერგი“ - Credit Suisse Group AG-ში თაღლითობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილი უჩივის სინგაპურში ბანკის ერთ–ერთ თანამშრომელს მინიმუმ 300 მილიონ დოლარის მოპარვისთვის, რაც ახალ ფრონტს ხსნის გრძელვადიან კამათში

access_time2020-07-24 16:54:11

Credit Suisse Group AG-ში თაღლითობის ყველაზე დიდი მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილი უჩივის სინგაპურში ბანკის ერთ–ერთ თანამშრომელს მინიმუმ 300 მილიონ დოლარის მოპარვისთვის, რაც ახალ ფრონტს ხსნის გრძელვადიან კამათში, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

 

„ბლუმბერგის“ სტატიის თანახმად, სარჩელში ნათქვამია, რომ Credit Suisse-ის თანამშრომელმა „ვერ შეძლო კეთილსინდისიერად მოქმედება და ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესების დაცვა“, კერძოდ კი, ივანიშვილისა და მისი ოჯახის, რადგან ყურადღებით არ მიუდგა იმ საკითხს, თუ როგორ იმართებოდა მათი ინვესტიციები.

 

„სინგაპურის უმაღლესმა სასამართლომ სარჩელი ამ თვის დასაწყისში განიხილა და დაადგინა, რომ საქმესთან დაკავშირებით იურისდიქცია ქალაქ-სახელმწიფოს აქვს. Credit Suisse შეეცადა, სასამართლო ბრძოლა პატრიცე ლესკოდრონით, ჟენევაში ბანკის ყოფილი ქონების მენეჯერით შეეზღუდა, სადაც იგი 2018 წელს გაასამართლეს. ლესკოდრონს მიესაჯა პატიმრობა ხელმოწერების გაყალბებისა და ყალბი ვაჭრობისთვის, კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის, ზარალის დასაფარად. მაგრამ ივანიშვილსა და ლესკოდრონის აღმოსავლეთ ევროპის სხვა მსხვერპლებს არასოდეს დაუშვიათ, რომ ლესკოდრონს შეეძლო, დაემალა თავისი თაღლითობა თითქმის ერთი ათეული წლის განმავლობაში ბანკის შიგნით დახმარების გარეშე. ივანიშვილს, ქართველ მილიარდერს, რომელმაც ქონება საბანკო საქმისა და ელექტრონიკის საშუალებით დააგროვა, აქვს ბრძოლის გასაგრძელებლად, როგორც საშუალება, ისე მასშტაბი მთელს მსოფლიოში იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰქონდა ინვესტიციები Credit Suisse-თან ისევე, როგორც ახალ ზელანდიასა და ბერმუდას.

 


სამართალწარმოების პროცესში, ადვოკატები ასახელებენ თანამშრომლის ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებს Meadowsweet ფონდს, რომელშიც 307 მილიონი დოლარია დაფიქსირებული 2014 წლის ბოლოს, მაგრამ სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, ბანკის მიერ მოწოდებული მონაცემებით, 439 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. თანამშრომელი „უნდა მიმხვდარიყო, რომ ჩვენება არასწორი იყო“, თქვა მისმა ადვოკატებმა სამართალწარმოების პროცესში. თუ თანამშრომელი „გააფრთხილებდა მოსარჩელეებს ფონდის ნამდვილ ინვესტიციურ მდგომარეობასთან და/ან ბანკის არასწორ ქმედებებთან დაკავშირებით, მოსარჩელეები მიიღებდნენ ზომებს ამგვარი ზარალის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად“, – აცხადებენ ივანიშვილის ადვოკატები.

 

ლესკოდრონის თაღლითობის აღმოჩენა მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში გახდა შესაძლებელი, როდესაც Raptor Pharmaceuticals Inc–ის წილები დაეცა. ფრანგმა კი, ივანიშვილის ხარჯზე უზარმაზარი პოზიცია ჩამოაყალიბა საფონდო ბირჟაზე მისი ინფორმირების გარეშე. საფონდო ბირჟაზე ფასის ვარდნამ აიძულა ივანიშვილი, მიეღო მილიონობით დოლარი რისკის ზღვარზე და, ლესკოდრონი კი, ეღიარებინა დანაშული ოთხი დღის შემდეგ. Credit Suisse-მა განაცხადა, რომ სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ თვეში „მხოლოდ იურისდიქციის საკითხს ეხება“. ციურიხის ბაზაზე არსებული Credit Suisse-ის შვილობილი სადაზღვეო კომპანია, „აქტიურ ოპონირებას და თავისი მტკიცებების დაცვას აპირებს“. ივანიშვილმა სინგაპურში საჩივრის შეტანის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც ქალაქის უზენაესმა სასამართლომ უარყო Credit Suisse-ის არგუმენტები, რომ ძნელი იქნებოდა შვეიცარიის საბანკო საიდუმლოებით დაცული მოწმისა და საბანკო დოკუმენტების მოპოვება. „მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობა მხოლოდ სუსტი წერტილია შვეიცარიის სათანადო ფორუმად ყოფნის სასარგებლოდ“, – განაცხადეს მოსამართლეებმა თავიანთ განჩინებაში. „ეჭვგარეშეა, რომ სინგაპურის სასამართლოები ყველაზე კომპეტენტური არიან სინგაპურის სადაზღვეო კანონის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში“. ახალი სარჩელში ყურადღება მახვილდება სინგაპურის დაზღვევაზე შვეიცარიის ბანკის ნაცვლად, რამაც ხელი შეუწყო იურისდიქციის დამტკიცებას ქართველი ბიზნესმენის სარჩელისთვის“, – აღნიშნულია „ბლუმბერგის“ სტატიაში.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 300 მილიონ დოლარზე მეტ ზარალს უჩივის, რომლის ზუსტი ოდენობა ჯერ კვლავ დასადგენია, როგორც მისი სპიკერი აცხადებს. ზიანი გაუტოლდება სხვაობას სადაზღვეო ფონდის რეალურ ღირებულებასა და იმ ღირებულებას შორის, რომლისთვისაც ფონდს უნდა მიეღწია, მოვალეობის დარღვევას რომ არ ჰქონოდა ადგილი.


თეგები:
ბლუმბერგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up