Bloomberg–მა ოლიმპიური მედლების რაოდენობა ქვეყნების მშპ–ს შეუფარდა – საქართველო სიის მეოთხე ადგილზეა

Bloomberg–მა ოლიმპიური მედლების რაოდენობა ქვეყნების მშპ–ს შეუფარდა – საქართველო სიის მეოთხე ადგილზეა

access_time2016-08-22 12:34:32

რიოს ოლიმპიური თამაშები დასრულდა. მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც კარნავალის თემატიკით იყო მომზადებული, მარაკანას სტადიონზე სამ საათს გაგრძელდა. 

 

თამაშები ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 206 ქვეყნიდან, 11, 303-მა სპორტსმენმა მიიღო. 


ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოს ოფიციალურად გადაეცა, რადგან 2020 წელს, გრანდიოზულ სპორტულ მოვლენას, სწორედ იაპონია უმასპინძლებს.


ოლიმპიადაში საქართველოც მონაწილეობდა. ჯამში საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.


არსებობს მოსაზრება, რომ თამაშების მასპინძლობა არჩეული ქალაქის და ქვეყნისთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას ზრდის. საპირისპირო მოსაზრებას ავითარებს გამოცემა Project Syndicate, რომელიც წერს, რომ თამაშები უფრო ხშირად თაღლითობის ადგილად იქცევა.


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC),რომელიც  წარმოადგენს დაურეგულირებელ გლობალურ მონოპოლიას, ატარებს წელიწადში ორ აუქციონს, სადაც მსოფლიოს ქალაქები ეჯიბრებიან ერთმანეთს იმის დასამტკიცებლად, რომ ოლიმპიადის ჩატარება შეუძლიათ.

 

ამ პროცესის შედეგი პროგნოზირებადია: იგებენ ის ქალაქები, რომლებიც ვინც მაღალ ფასებს სთავაზობს. დღეისათვის საზაფხულო ოლიმპიადის ხარჯები 15 მილიარდი  დოლარიდან 20 მილიარდამდე მერყეობს, რაშიც შედის სპორტ დარბაზების აგება და განახლება, სამუშაოები და უსაფრთხოება დამატებით ინფრასტრუქტურასთან ერთად. ქალაქის საერთო შემოსავლები საერთაშორისო სატელევიზიო კონტრაქტებიდან საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში მიდის, 


საერთაშორისო და ადგილობრივი დაფინანსებიდან, ბილეთების გაყიდვიდან  და სუვენირების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 3.5 დან 4.5 მილიარდამდე აღწევს.


სხვა სიტყვებით ხარჯები შემოსავლებს ჩვეულებრივ 10 ან მეტი მილიარდით აღემატება.


ქალაქები, რომლებიც თამაშებისთვის იბრძვიან, ხშირად ამტკიცებენ, რომ მოკლევადიანი დეფიციტი გრძელვადიან მოგებად იქცევა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების და ვაჭრობის ზრდის ხარჯზე.


სამწუხაროდ,  ემპირიული მონაცემები ამ ყოველივეს არ ადასტურებს.


ავიღოთ ტურიზმი. 2012 წლის ივლის – აგვისტოში, ოლიმპიადის მიმდინარეობისას (ოლიმპიადას ლონდონი მასპინძლობდა) ლონდონში ტურისტების რაოდენობა რეალურად 5 %-ით დაეცა. მაღაზიები, რესტორნები, თეატრები და მუზეუმები პიკადილის ქუჩაზე, (რომელიც ღონისძიებასთან ახლოს იყო) 17 დღიან  არასამუშაო დღეს აანონსებდნენ.


ყოველდღიურად ტურისტები თავს არიდებენ ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქებს თამაშების განმავლობაში, გაურბიან ხალხის მასას, ტრანსპორტის გადატვირთვას,


გაზრდილ ფასებს, და სავარაუდო საფრთხეებს ქუჩაში. შედეგად, თამაშების მასპინძლობას ტურიზმისთვის მეტი უარყოფით მოაქვს ვიდრე დადებითი. თუ ტურისტები გაურბიან ქალაქს - ან უარყოფით გამოცდილებას იღებენ თამაშების გამო - ისინი არ გასცემენ დადებით “რეკომენდაციებს” ქალაქზე  საკუთარ მეგობრებთან და ოჯახთან.


ტურიზმის გარდა,  გონიერი ბიზნესი არ განახორციელებს სერიოზულ ინვესტიციას და არ მიიღებს კომერციულ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქი ოლიმპიადას მასპინძლობს.


სხვა რომ არაფერი, ამ დანახარჯებით ქალაქები ფისკალურ ტვირთს ქმნიან, რაც მომავალში ნაკლებად მიმზიდველ ბიზნეს გარემოს ქმნის. 


კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტორი, რაც ქალაქზე აისახება, საჯარო კრიტიკაა, რომელსაც ქალაქი იღებს. თამაშებს ნამდვილად არ გამოუსწორებიათ ქალაქის იმიჯი, პირიქით – გავრცელდა უამრავი ნეგატიური ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ასახულია რიოს კრიმინალური გარემო. ქალაქი, რომელიც ერთ დროს საკუთარი ბუნებრივი სილამაზით და მხიარული ცხოვრების სტილით იყო ცნობილი დღეს კორუფციით, ძალადობით, სიბინძურით, ზიკას ვირუსით და კორუფციითაა ცნობილი.


სფერო, რომლითაც მასპინძლებს - თუმცა არა ყველას - რეალურად შეუძლიათ მიიღონ გრძელვადიანი მოგება, ინფრასტრუქტურული ხარჯებია. რიოს შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქი ისარგებლებს განახლებული საერთაშორისო აეროპორტებით და პორტით. თუმცა ეს არაა საკმარისი მიზეზი მასპინძელ ქალაქად ყოფნისთვის; ეს მხოლოდ სანუგეშო პრიზია. მილიარდი დოლარის პროდუქტიული ინფრასტრუქტურული განვითარება მცირედით თუ შეძლეს დანარჩენ თამაშებზე დახარჯული 19 მილიარდის შევსებას, რომელიც არ გამოასწორებს ქალაქს მისი მცხოვრებლების და რეგულარული სტუმრებისთვის.


განვიხილოთ  მეტროს ხაზი, რომლის ბიუჯეტმა 2.9 მილიარდი დოლარი შეადგინა, (ბიუჯეტში თავდაპირველად 1.6 მილიარდი იყო გამოყოფილი). 


ახალი ინფრასტრუქტურა გაზრდის საკუთრების ღირებულებას  “Barra da Tijuca” -ში, თუმცა ვერაფრით დაეხმარება რიოს საშინელ სამანქანო მოძრაობას.


ცენტრიდან დასავლეთით და ჩრდილოეთით მცხოვრები მუშა ხელისთვის ისეთივე რთული იქნება მგზავრობა, როგორც წინათ. ასეთი მაგალითები უამრავია. ქალაქში “Marapendi Natural Reserve” -ის დაცულ ტერიტორიაზე გაკეთდა გოლფის მოედანი, რაც ეკოსისტემის დეგრადაციას გამოიწვევს და დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარს, რაც განსაკუთრებით დეფიციტურია ქალაქისთვის. ასევე ოლიმპიური კომიტეტის წევრების კომფორტული გადაადგილებისთვის აიგო ახალი საავტობუსო გზები, რითაც უფრო მეტად დავიწროვდა ისედაც გადატვირთული ქუჩები.


უამრავი უმიზნო და გამანადგურებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, რიოს თამაშებმა ადამიანური ხარჯებიც გაზარდეს.  32 სპორტ დარბაზის ოთახებისთვის, ათლეტების ოლიმპიური სოფლისთვის, სატელევიზიო ცენტრებისთვის, სახიერდებოდი მწვანე სივრცისთვის და ლამაზი ლანდშაფტისთვის, რიოს მთავრობამ 2009 წლიდან, როცა ქალაქმა ოლიმპიადის ჩატარების უფლება მოიგო,  77.000 ზე მეტი “ქოხების დასახლების” მოსახლე გაასახლა.


უეჭველია, რომ ოლიმპიადის მასპინძლობა ეკონომიკური შეფერხებაა ნებისმიერი ქალაქისთვის – ასე ფიქრობს Project Syndicate–ი და  წერს, რომ  ნაკლებ განვითარებული ქალაქები არაშესაბამისი ინფრასტრუქტურით, იძულებულნი ხდებიან მეტი დახარჯონ იმისთვის, რომ შესაბამისობაში მოვიდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტანდარტებთან; უფრო განვითარებულ ქალაქებში არსებობს ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ არსებობს სივრცე, და წარმატებული სექტორების შეფერხების რისკი მაღალია.


რიოს ოლიმპიადაზე ყველაზე წარმატებულად ტრადიციულად აშშ-მ იასპარეზა, რომელმაც ჯამში 121 მედალს მოუყარა თავი. საქართველომ მედლების რაოდენობით მიხედვით შედგენილ რეიტინგში (უპირატესობა ენიჭება ოქროს რაოდენობას) 38-ე ადგილი დაიკავა. თუმცა საინტერესოა ერთი ფაქტი - თუკი საქართველოს მიერ მოპოვებულ მედლებს (7) ქვეყნის მშპ-ს ($35.6 მლრდ.) შევადარებთ, ქვეყნის ასპარეზობა ოლიმპიადაზე წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. მეტიც: ამ მაჩვენებლით ქვეყანა გრენადის, იამაიკისა და ბაჰამას შემდეგ მეოთხე ადგილს დაიკავებდა.

 Bloomberg-ის მონაცემებს, რომლებიც გრაფიკის სახითაა წარმოდგენილი, ცალკე ფაილად გთავაზობთ.



4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან
access_time2020-06-04 21:00:36
8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები. შეზღუდვები, რომლებიც იხსნება: მიმოსვლა შესაძლებელი ხდება...

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მლნ ლარი დაიხარჯა

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან   32.5 მლნ ლარი დაიხარჯა
access_time2020-06-04 16:05:28
საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ...


მსგავსი სიახლეები

up