Bloomberg–ი Brexit–ზე: რა ადგილი უჭირავს ბრიტანეთს ევროპულ სივრცეში?

Bloomberg–ი Brexit–ზე: რა ადგილი უჭირავს ბრიტანეთს ევროპულ სივრცეში?

person access_time2016-06-30 14:23:07

Bloomberg-ის მთავარ განსახილველ თემად კვლავ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფა და მისი შედეგები რჩება. გამოცემა დღეს Brexit-ს არაერთ სტატიას უძღვნის და მას ეკონომიკურ, ბიზნეს, პოლიტიკურ და სოციალურ ჭრილში განიხილავს. 

 

Bloomberg-ი ცნობილი ინგლისელი პოეტის, ჯონ დონის (1572-1631) სიტყვებს ციტირებს: „ადამიანი კუნძული არ არის.“ გამოცემის თვალსაზრისით, აღნიშნული სიტყვები Brexit-ის შედეგების ზუსტი ამსახველია. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ჩანს ევროპის სივრცეში ბრიტანეთის დღევანდელი ადგილი. Brexit-ის აღსრულებამდე ბრიტანეთი ისედაც არაერთ მნიშვნელოვან „წრეში“ არ ფიგურირებს. მაგალითად, ის არ არის იმ 19 სახელმწიფოს შორის, რომელიც ერთიან ვალუტას, ევროს იყენებს. ასევე, ბრიტანეთი 26 სახელმწიფოსგან შემდგარი შენგენის ზონაში არ შედის. ბრიტანეთი ევროპის საბაჟო კავშირის წევრია, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ზონას წარმოადგენს და არაწევრ ქვეყნებთან ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. სავარაუდოდ ბრიტანელებს ამ პრივილეგიის დაკარგვა არ ენდომებათ. 


ირლანდიის საკითხი - ირლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც დიდ ბრიტანეთში არ შედის. შესაბამისად იგი ევროკავშირის წევრად რჩება, თუმცა ბრიტანეთის გამოყოფა მას მნიშვნელოვნად აზარალებს. ამასთან, გეოგრაფიული თვალსაზრისით ირლანდია ევროკავშირისგან „გარიყული“ რჩება. ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონის, პადრექ გალაჰერის თქმით, მისი მომხმარებლის 40%-ს ბრიტანელები შეადგენენ. ახლა კი, ფუნტის გაუფასურების ფონზე იგი ნაკლებ მომხმარებელს ელოდება. 



Brexit-ს გალაჰერი „კატასტროფად“ აფასებს. ბრიტანელი ტურისტები ყოველწლიურად ევროკავშირში გერმანელების შემდეგ მეტს ხარჯავდნენ ($52 მილიარდი). თუმცა ამჯერად არსებობს მოლოდინი, რომ ბრიტანელ ტურისტთა რაოდენობა შემცირდება. Brexit-ის შემდეგ ავიაკომპანია EasyJet-ის აქციები 12%-ით შემცირდა. ტურისტული კომპანია Thomas Cook Group-ის აქციები კი 15%-ით არის შემცირებული. ფუნტის შემცირებით ასევე საფრანგეთში გამოთქვამენ შეშფოთებას. პარიზში ტურისტთა რაოდენობით ბრიტანელები მეორე ადგილზე არიან. ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში პარიზში ბრიტანელების შემცირებულ რაოდენობას ელოდებიან.

 




2020 წლის ბიუჯეტი არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე

2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტი - დავით ნებიერიძე
access_time2019-10-14 09:49:56
„2020 წლის ბიუჯეტი  არის ვალების ბიუჯეტები,“- განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ ეკონომისტმა, დავით...

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „

„2020 წლის ბიუჯეტის მიღების შემდეგ ადამიანების ჯიბეში ლარის ოდენობა გაიზრდება, მაგრამ საკითხავია, იქნება კი ლარი მსყიდველუნარიანი ? „
access_time2019-10-13 18:00:26
რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარტია ახალი საქართველოს წევრმა, ეკონომისტმა, ალექსი ნონიაძემ 2020 წლის ბიუჯეტსა და ეკონომიკური პერსპექტივების შესახებ ისაუბრა. „ლარს ამყარებს მწარმოებლურობა. საქსტატი გვეუბნება, რომ უმუშევრობა ქვეყანაში 12%-მდე შემცირდა, მაგრამ რის ხარჯზე? საქსტატი არ ითვლის თვითდასაქმებულების რიცხვს. ქალაქსა და სოფელში ჯამში 800 ათასი ადამიანია თვითდასაქმებული. ქალაქში თვითდასაქმებულების...

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები

რესტორნების კლიენტებს არ უყვართ ლამაზი ოფიციანტები
access_time2019-10-13 20:00:36
დეიტონის უნივერსიტეტის (აშშ) მკლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მომსახურეობის სფეროს თანამშრომლები მიმზიდველი გარეგნობით, ხშირად იწვევენ მომხმარებლებში ნეგატიურ ემოციებს. მეცნიერებმა ჩაატარეს რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა კოლეჯის 309 სტუდენტი - მათ შესთავაზეს რესტორანში სერვისის ხარისხის და მომსახურეობით კმაყოფილების დონის შეფასება. ასევე მათ უნდა შეეფასებიათ ოფიციანტების სილამაზე და დაეხასიათებიათ საკუთარი დამოკიდებულება მათ...

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს

ერთ ლარად მედიკამენტების პროგრამით ბიუჯეტი ფარმაცევტულ კომპანიებს ასუბსიდირებს
access_time2019-10-13 16:00:49
2018 წელს 60 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სულ 8,949,777 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა - 2,747,100 ლარი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დახარჯა, - ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ „ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე კვლევის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხის ხარჯვის მაჩვენებლით მეორე ადგილს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია იკავებს - 1,395,232 ლარით. ასევე, ნახევარ...

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც

დავით ნარმანია: ელექტროენერგიის იმპორტი არ არის დაკავშირებული მხოლოდ სიძვირესთან, არამედ ის დაკავშირებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებთანაც
access_time2019-10-13 12:00:28
„ელექტროენერგიაზე და ზოგადად, ენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბუნებრივია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება მოთხოვნა ენერგიაზეც. ეკონომიკური ზრდა დაკავშირებულია ახალ წარმოებებთან, ახალ საცხოვრებელ მასივებთან, რომლებიც მოიხმარენ ენერგიას. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი ტემპებით გვეზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ვიდრე ეკონომიკური ზრდაა. საშუალოდ, 4.55%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, როცა ენერგეტიკაზე მოთხოვნა...


მსგავსი სიახლეები

up