Bloomberg: ბაიდენის პირველ 100 დღეში ამერიკელი მილიარდერები 195 მლრდ-ით გამდიდრდნენ

Bloomberg: ბაიდენის პირველ 100 დღეში ამერიკელი მილიარდერები 195 მლრდ-ით გამდიდრდნენ

access_time2021-05-04 20:00:47

უბრალო ამერიკელების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე კვირაში წარადგინა, საბოლოო ჯამში ყველაზე მომგებიანი უმდიდრესი ამერიკელებისთვის აღმოჩნდა. თუმცა, მათი ქონება ასევე დამაჯერებლად დონალდ ტრამპის დროსაც იზრდებოდა.


სწორედ ამერიკელი მილიარდერები გახდნენ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი 100 დღის მთავარი ბენეფიციარები, მათი ქონება 195 მლრდ. დოლარით გაიზარდა.


ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი 2021 წლის 20 იანვარს გახდა. პირველივე დღეებში მან კონგრესს ეკონომიკის სტიმულირების და მოქალაქეების დახმარების პროგრამა წარუდგინა. საგანგებო ზომები 1,9 ტრლნ. დოლარად შეფასდა და ბირჟებზე ინდექსების ზრდის მთავარი დრაივერი სწორედ ეს გახდა, S&P 500 და Dow Jones რამდენიმე დღეში 10%-ით გაიზარდა.


„მსგავსი სურათი ჩვენ ჯერ კიდევ 2008-2009 წლის კრიზისის შემდეგ ვიხილეთ, როდესაც მთავრობის მიერ ეკონომიკის დახმარების გეგმამ სარგებელი მდიდრებს მოუტანა და მათი აქტივების ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდა“, - განაცხადა ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა მაიკ სევიჯმა.


საერთო ჯამში ამერიკის 100 უმდიდრესი მეწარმე დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს და ბაიდენის პირველ 100 დღეში 462 მლრდ. დოლარით გამდიდრდა.



სადღეისოდ, მათი ჯამური ქონება 2,9 ტრლნ. დოლარს აღწევს, რაც შტატების მთელი მოსახლეობის 50%-ის ჯამურ ქონებას (2,5 ტრლნ.) აღემატება. როგორც ეს ტრადიციულად ბოლო წლებში ხდება, ზრდა პირველ რიგში მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს შეეხო, ისეთებს, როგორც Amazon, Facebook და Google-ია, ამის მიზეზი კი პანდემიის დროს სახლებში ჩაკეტილი ადამიანების მხრიდან ინტერნეტში აქტიურობის მნიშვნელოვანი ზრდა გახდა.


2020 წელს ყველა ამერიკელი მილიარდერის არა მხოლოდ პირველი ასეულის, ჯამური ქონება 1 ტრლნ დოლარით, 1,8-დან 2,8 ტრლნ. დოლარამდე გაიზარდა. ზრდის დიდი ნაწილი ადამიანთა კიდევ უფრო მცირე ჯგუფზე მოდის, მდიდრებს შორის უმდიდრესებზე. მაგალითად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანის, Amazon-ის დამაარსებლის ჯეფ ბეზოსის ქონება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში 121 მლრდ. დოლარით გაიზარდა.


bloomberg.com


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ბაიდენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up