Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ეროვნულმა ვალუტამ ისევ გაუფასურება დაიწყო.დილით ვაჭრობა $1/₾2.8938-ით გაიხსნა, მას შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში მერყეობდა. ამ დროისათვის 2.8975-ის ნიშნულზეა.
დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8870 ლარია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8870 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8734 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2077 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1972 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0178 ლარი შეადგინა.