Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.5103-ით დაიწყო, 14:00 საათისთვის 1 დოლარი 3.4850-ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4576 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.5500 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.4500 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.5820 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.4380 ლარად.