Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3325-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2937-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3537 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3350 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2550 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3290 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2410 ლარად.