Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.2875-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2906-ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2896 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2400 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3700 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2310 ლარად.