ლარი გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1850-ით დაიწყო, 13:30 საათისთვის 1 დოლარი 3.2613 -ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1880 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.3400 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2000 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3410 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.2000 ლარად.