Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.3888-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2400-ის ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4842 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1800 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.3410 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.1600 ლარად.