Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1994-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.1862-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2050 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1550 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2300 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.1500 ლარად.