ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1706-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1778-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1576 ლარი შეადგინა. როგორც ცნობილია, წინა კვირაში Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3,4-იან ნიშნულს გასცდა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1950 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1450 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2150 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.1350 ლარად.