ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1592-ით დაიწყო, 12:20 საათისთვის 1 დოლარი 3.1550-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1813 ლარი შეადგინა.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.1300 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1950 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.1150 ლარად.