Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1075-ით დაიწყო, 14:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1499-ის ნიშნულზე იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1524 ლარი შეადგინა.
14:00 საათისთვის შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1900 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0800 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1790 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 3.0610 ლარად.
Bloomberg-ზე 11:50 საათისთვის 1 დოლარი 3.0448-ის ნიშნულზე იყო.
11:45 საათისთვის შედარებით განსხვავებული იყო კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1050 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.9950 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.0990 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.9820 ლარად.