დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.5750-ით დაიწყო, შემდეგ 2.5725-მდე დაეცა, 12:00 საათისთვის კი 1 დოლარი 2.5750-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5768 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 30 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5752 ლარი იყო.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.5300 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის გაყიდვა 2.6250 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.5260 ლარად.