Bloomberg: ყირიმში ვითარების გამწვავებამ შესაძლოა რუსეთის ეკონომიკური აღდგენა გააჭიანუროს

Bloomberg: ყირიმში ვითარების გამწვავებამ შესაძლოა რუსეთის ეკონომიკური აღდგენა გააჭიანუროს

person access_time2016-08-29 19:30:57

ყირიმში სიტუაციის ამასწინანდელი გამწვავების შედეგად, რუსეთის ეკონომიკური აღდგენა შესაძლოა გაჭიანურდეს. ამ თემას აშუქებს ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგი" სტატიაში, რომლის თანახმად:

 


"მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ უკრაინა დაადანაშაულა ყირიმში ტერაქტების ორგანიზაბაში, ნაკლებად სავარაუდო ხდება რომ ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს ხანში რუსეთის მიმართ შემოღებულ სანქციებს გააუქმებენ. ასეთი აზრისაა "ბლუმბერგის" მიერ გამოკითხული 21 ეკონომისტის უმრავლესობა. კიდევ უფრო მეტ პესიმიზმიზმს გამოთქვამენ შეერთებული შტატების მიერ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

ერთერთი სპეციალისტის აზრით, უკრაინასთან დაძაბულობის ზრდა ძირს უთხრის ინვესტორთა ინტერესს, ძალაში ტოვებს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ შემოღებულ სანქციებს და კვლავ აბრკოლებს უცხო კაპიტალის შემოდინებას რუსეთის ეკონიმიკაში. როგორც სჩანს, პუტინი კვლავ ყურადღების გარეშე ტოვებს რეფორმებს. ამის გამოა, რომ რუსული რუბლი დარჩება შესუსტებული და ცენტრალური ბანკიც ვერ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს.

 

რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებულ სანქციებს დაემატა ნავთობის მსოფლიო გაიაფებაც, რასაც მოჰყვა რუსეთიდან კაპიტალის გადინება და რუბლის დაცემა. დღეს, ერთ ბარელში დაახლოებით 50 დოლარის ფასის პირობებში, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი ყველაზე მაღალია 2010 წლიდან. გარდა ამისა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზების თანახმად, გაისად ეკონომიკა მხოლოდ 1 პროცენტით გაიზრდება. ცენტრალური ბანკიც უცვლელს სტოვებს საკრედიტო კაპიტალზე ინტერესის მთავარ მაჩვენებელს 10.5 პროცენტის დონეზე.

 


თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შარშან რუბლი უფრო დაცემული იყო. წელს, დოლართან მიმართებაში იგი საგრძნობლად გაიზარდა, მისი გაცვლითი კურსი 13 პროცენტით გამყარდა. ამ მხრივ, ბრაზილიის რეალის შემდეგ, რუბლმა მეორე ადგილი დაიკავა განვითარებადი ქვეყნების ვალუტებს შორის. მიუხედავად ამისა, დევალვაციამდე არსებული გაცვლითი კურსის აღდგენამდე რუბლს კიდევ 20 პროცენტი გამყარება აკლია" - ნათქვამია სტატიაში.

 

"ბლუმბერგის" სტატიაში ნათქვამია, რომ ამ გამწვავებამ თავი იჩინა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ბრალი დასდო უკრაინის მთავრობას, თითქოს მის მიერ ყირიმში ორგანიზებულ დივერსიულ თავდასხმებს ორი რუსი სამხედრო შეეწირა. კიევის განცხადების თანახმად, არავითარ ინციდენტს ყირიმში სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყირიმის გამყოფ ხაზთან ორივე დაპირისპირებულმა მხარემ დიდძალ სამხედრო შენაერთებს მოუყარა თავი.

 

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თანახმად, ამჟამად შეუძლებელია არსებული დაძაბულობის შენელება, რამეთუ რუსეთს ბევრი არაფერი უკეთებია 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პირობათა შესასრულებლად. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი ითვალისწინებს დონბასში დასრულებას საომარი მოქმედებისა ადგილბრივ პრო-მოსკოვურ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის.

 

"ბლუბერგის" მიერ გამოკითხული ეკონომისტების უმრავლესობა იზიარებს საერთო აზრს, რომ ყირიმში დაძაბულობის ესკალაცია ნეგატიურად იმოქმედებს ინვესტორთა ინტერესზე რუსეთის მიმართ, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას.

 

ავსტრიული "რაიფაიზენ ბანკის" ერთერთი წამყვანი სპეციალისტის თქმით, შემდგომი ერთი წლის განმავლობაში, თითქმის გამორიცხულია სანქციების გაუქმება ან ოდნავ მაინც შენელება, ამაზე მიუნიშნებს ევროკავშირისა და პირველ რიგში- გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მიერ დაკავებული პრინციპული პოზიცია ყირიმის ანექსიის საკითხთან დაკავშირებით. მდგომარეობას ართულებს რუსეთის უკომპრომისობაც.

 

რუსი სპეციალისტების თანახმად, სანქციების შენელებას ექნებოდა დადებითი გავლენა რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუმცა, ხსენებული ექსპერტები აქვე აღიარებენ, რომ ეს შეუძლებელია უკრაინასთან სამხედრო დაძაბულობის შენელებისა და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების გარეშე. გარდა ამისა, როგორც რუსი სპეციალისტები იმედოვნებენ, რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა არ უნდა იყოს მხოლოდ სპონტანური, იგი სისტემური და კორდინირებული ხასიათისა უნდა იყოს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან" - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატიაში.

 



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up