Bloomberg: VTB „ოფშორულ სკანდალთან“ პუტინის კავშირს გამორიცხავს

Bloomberg: VTB „ოფშორულ სკანდალთან“ პუტინის კავშირს გამორიცხავს

access_time2016-04-04 20:00:48

რუსული სახელმწიფო ბანკის, VTB-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტს $2 მილიარდის ოდენობის ოფშორულ ტრანზაქციებთან კავშირი არ აქვს. „სრული სისულელეა, ბატონი პუტინი ასეთ რამეში ჩართული არასოდეს ყოფილა,“ – განაცხადა VTB Group-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეი კოსტინმა. საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ კვირას გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, პანამური იურიდიული ფირმის (სადაც ოფშორულ ზონებში კომპანიების დარეგისტრირება ხდება) საიდუმლო დოკუმენტებში მინიმუმ $2 მილიარდის ოდენობის ტრანზაქციებია ასახული. აღნიშნულ ტრანზაქციებში ჩართულები არიან ის ადამიანები და კომპანიები, რომლებსაც კავშირი აქვთ ვლადიმერ პუტინთან. ამასთან, რამდენიმე ანგარიშში აღნიშნული იყო VTB-ს მფლობელობაში არსებული კვიპროსში მდებარე რუსული კომერციული ბანკი (RCB), რომელიც ოფშორული კომპანიისათვის ასობით მილიონ დოლარს მაქსიმალურად დაბალ საპროცენტო განაკვეთში გასცემდა. რაც მთავარია, ოფშორულ კომპანიის მმართველი პუტინის ერთ-ერთი ძველი მეგობარია. 


„RCB რისკიან სესხებს არ გასცემდა. RCB ევროპის ცენტრალური ბანკის რეგულაციებს ემყარება და ბრალდებებს ის ადამიანები აყენებენ, რომლებსაც ფინანსური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ,“ – განაცხადა Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუში ანდრეი კოსტინმა. გასულ კვირას კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმი „რუსეთის პრეზიდენტზე საინფორმაციო თავდასხმის მზადებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ქვეყანას რეპუტაციის დასაცავად იურიდიული რესურსების „მთელი არსენალი“ გააჩნია. „აღნიშნული სტატიები პუტინის იმიჯს რუსეთში არ დააზიანებს და მათი გავლენა საზოგადოებრივი აზრზე გადაჭარბებულია,“ –განაცხადა კრემლის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი ჩესნაკოვმა. ჩესნაკოვის მოსაზრება დამოუკიდებელი საარჩევნო კომპანია Levada Center-ის ხელმძღვანელმა, ლევ გუდკოვმა კონკრეტული რიცხვებით გაამყარა: „რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 60% მიიჩნევს, რომ პუტინი კორუფციაში ჩართულია, თუმცა ხუთიდან ერთ რუსს ეს არ ადარდებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ცხოვრების დონე პუტინის პრეზიდენტობის დროს უკეთესი გახდა.“



შეგახსენებთ, რომ გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს ICIJ-ს პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს კუთვნილი 11 მილიონი დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში. აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდა Mossack Fonseca თავის კლიენტებს, მათ შორის მსოფლიოს მოქმედ და ყოფილ ლიდერებს, ფულის გათეთრებაში, სანქციების გვერდის ავლასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში. დოკუმენტები სახელმწიფოს 72 მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელს ეხება, მათ შორის ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს, ლიბიის ყოფილ ლიდერ მუამარ კადაფის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ  პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ სიგმუნდურ გუნლეიგსონს და სხვა ყოფილ და მოქმედ ლიდერებს, მათ შორის მოხვდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც, დოკუმენტების თანახმად, კავშირი აქვს ოფშორში რეგისტრირებულ "ლინდენ მენეჯმენტთან". 



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up