Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს

Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს

access_time2021-07-30 19:00:46

აშშ–ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის ირგვლივ შეთანხმება რუსეთს გაზის პირდაპირ დასავლეთ ევროპაში მიწოდების შესაძლებლობას აძლევს.

 

შესაძლოა, ამ გარიგებით ბაიდენმა გერმანიასთან ურთიერთობები მოაწესრიგა, მაგრამ მეტს ვერაფერს მიაღწევს. „ჩრდილოეთის ნაკადი –2“ მცდარი პროექტია, რომელიც გერმანიის მთავრობას შეასუსტებს  და ევროპას რუსული აგრესიის წინაამღდეგ გაცილებით უფრო მოწყვლადს გახდის.

 

ახალი მილსადენი  რუსული სამთავრობო გიგანტის „გაზპრომის“ მიერ კონტროლდება და ბალტიის ზღვით ევროპაში მეტი გაზის მიწოდების შესაძლებლობას აძლევს.

 

ამაჟამად რუსული გაზის მესამედი ევროპას უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება, რაშიც კიევი ტრანზიტის საფასურის სახით $2 მლრდ–ს იღებს. ახალი გაზსადენით  მოსკოვს კიევის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება შეუძლია, ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.

 

სატრანზიტო შემოსავლებს ასევე პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი დაკარგავენ, მაგრამ ყველაზე საშიში ისაა, რომ ეს პროექტი რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის. და ეს მაშინ, როდესაც „გაზპრომ“–ზე ევროპის მიერ მოხმარებული გაზის 40% მოდის.

 


პრეზიდენტობის პირველივე დღეებში ჯო ბაიდენმა გაზსადენის პროექტი გააკრიტიკა, თუმცა, მის შესაჩერებლად ახალი სანქციები არ  შემოიღო. ამით როგორც რესპუბლიკური, ასევე თავისი მშობლიური დემოკრატიული პარტია ძალიან გააბრაზა.

 

რუსეთთან დათმობის სანაცვლოდ, ამერიკამ გერმანიასთან ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომ უკრაინას განახლებადი ენერგიის განვითარებაში დაეხმარებიან.

 

არც ერთი პუნქტი, რომელიც გარიგებაში ფიგურირებს, რუსეთს გაზსადენის უკრაინის წინაამღდეგ გამოყენებაში  ხელს არ შეუშლის.  ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა შემოიღოს სანქციები რუსეთის წინაამღდეგ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უკრაინულ ტრანზიტს შეწყვეტს.

 

თუმცა, რა სანქციებზე შეიძლება იყოს საუბარი და რა ვადებში – დაზუსტებული არაა – არანაირი კონკრეტული სადამსჯელო ზომები უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევაში გათვალისწინებულ არ არის. პუტინს შეუძლია მშვიდად იყოს – მის საყვარელ სათამაშოს – 9.5 მლრდ. ევროდ შეფასებულ გაზსადენს, ახლო მომავალში არანაირი სირთულეები არ ელოდება.

 

უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ანგელა მერკელი კანცლერის პოსტს დატოვებს და ბაიდენის ადმინისტრაციამ  გერმანიის შემდგომ მთავრობაზე და კანცლერზე ზეწოლა უნდა მოახდინოს – მხარეებმა გარიგების პროცესში დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწორონ და მოლაპარაკებებში ის ქვეყნებიც ჩართონ, რომლებიც ახალი გაზსადენის ამუშავების შემთვევაში ყველაზე მეტად ზარალდებიან.

 

მერკელმა და ბაიდენმა თავიანთი უხერხემლო პოლიტიკით ვლადიმირ პუტინს მეტი სითამამე შესძინეს, რაც არავის არ აწყობს. თავისი მოქმედებებით მერკელმა ევროპას არავითარი სარგებელი არ მოუტანა.

 

ევროპის და გერმანიის უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უკვე მომავალ მთავრობას მოუწევს, ამერიკა კი ვალდებულია დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოასწოროს თავისივე დაშვებული შეცდომა.

 

bloomberg.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up