Bloomberg: უკრაინას ფინანსური ქაოსი ემუქრება

Bloomberg: უკრაინას ფინანსური ქაოსი ემუქრება

access_time2018-08-10 19:00:17


უკრაინის ფინანსური რესურსები სწრაფად მცირდება, რაც  ქვეყნის ცენტრალური ბანკის შეშფოთებას იწვევს.


ბოლო 4 წლის მანძილზე  ფინანსთა სამინისტროს ანგარიშებზე დაფიქსირებულია სახსრების ყველაზე მცირე მარაგი - იუწყება Bloomberg-ი.


გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა ვერ მიიღებს ფინანსურ დახმარებას, სანამ არ მოაგვარებს უთანხმოებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ამ ეტაპზე ქვეყანა ვერ იღებს დაპირებულ 1,9 მლრდ. დოლარს, რაც ამავე დროს აფერხებს სხვა ქვეყნებისგან დახმარების მიღების შესაძლებლობას.



ექსპერტების აზრით,  უკრაინაში ქაოსის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ფინანსური დახმარების გამოყოფის გაჭიანურებაა, რომელშიც უკვე იმყოფება ბევრი სხვა განვითარებადი ქვეყანა.


საერთაშორისო  სავალუტო ფონდის აუცილებელი პირობაა საბაზრო დონემდე გაზის სამომხმარებლო  ტარიფის მომატება, რაზეც კიევი არაა თანახმა. ქვეყნის ხელისუფლება არ ჩქარობს ამ რეკომენდაციის შესრულებას და  როგორც მინიმუმ შემოდგომამდე ტარიფის  უცვლელად შენარჩუნებას გეგმავს.


კიევში მიიჩნევენ, რომ ტარიფის ზრდა არ იქნება აუცილებელი ქვეყანაში გაზის მასობრივი მოპოვების დაწყების შემდეგ. მეტიც, ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში უარს იტყვის რუსულ გაზზე.


თუმცა,  მოხერხდება თუ არაა გაზის მოპოვების ამ დონემდე გაზრდა რამდენიმე თვეში, ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლება კონკრეტულ განცხადებებს ჯერ არ აკეთებს.






ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი

ბიძინა ივანიშვილის აღიარება–მარიხუანას კულტივაციას მხარს მე ვუჭერდი
person access_time2018-10-23 23:49:03
„ჩვენი გუნდი არასდროს წასულა საზოგადოების წინააღმდეგ და არც ეხლა წავა. ის რომ საპატრიარქო ღელავს, ჩემთვის მისაღები და გასაგებია, ნამდვილად ეკლესია ზრუნავს საზოგადოებაზე“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მარიხუანას წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მარიხუანას წარმოების ერთ-ერთი „ხიბლი“ არის ის რომ, მისი რენტაბელობა მაღალია. „კანონმდებლობაში, რომელიც შევიდა პარლამენტში, იქ საუბარი იყო მარიხუანას წარმოებაზე სამედიცინო და კოსმეტიკური...

"სამი მიზეზი იყო, რის გამოც მოსახლეობა გაღარიბდა, მთავარი იყო კრედიტები"

person access_time2018-10-23 23:45:07
ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის გაღარიბების სამ მიზეზს ასახელებს. ივანიშვილი ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუარესებას პირველ რიგში მოსახლეობის მიერ აღებულ კრედიტებს უკავშირებს. მისი თქმით, ამაში როლი ლარის დევალვაციამაც ითამაშა. "სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა როლი ითამაშა...

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას

ბიძინა ივანიშვილი: მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას
person access_time2018-10-23 23:25:51
მე დავბრუნდი პოლიტიკაში, მე მოვახერხებ რომ ეს ვერტიკალი გუნდში დავამყარო, გუნდში ნიჭიერები წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება „ქართული ოცნების“ ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება, და მე მოვახერხებ იმას, რომ ჩვენს ქვეყაში, ჩვენს საზოგადოებაში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ყველას თავისი სახელი ერქმევას და ყველას თავისი ადგილი ექნება. და რუსთავი 2 ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს. ასეთ სიცრუეში და ასეთ...

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება

დააგვიანა კვირიკაშვილმა საბანკო რეგლამენტაციები, ამისთვის მოუწია თანამდებობის დატოვება
person access_time2018-10-23 23:15:11
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის უთანხმოების ერთერთი მიზეზი კვირიკაშვილის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული ნეგატიური დამოკიდებულება იყო. ივანიშვილის თქმით, საბოლოოდ კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია. სამი რამ იყო მიზეზი, რის გამოც მოხდა გაღარიბება მოსახლეობის. ერთერთი და მთავარი გახლდათ სწორედ ეს რომ ისინი იღებდნენ კრედიტებს, და იმ ფონზე, რომ მათი შემოსავლის შესატყვისად. რა თქმა უნდა...

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი

ბიძინა ივანიშვილი: UNICEF-ის კვლევას ვენდობი
person access_time2018-10-23 22:59:48
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკის ყველა დარგში „მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი“. ივანიშვილი ქვეყანაში კორუფციის ნიშნებსაც შეეხო. „ჩვენი ხელისუფლების ხელწერა არის ის, რომ გუნდის წევრებსაც არავის ზოგავს. მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე, მხოლოდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს არგუმენტები და არა სიცრუე გაავრცელოს. ეკონომიკაზე გეტყვით, რომ თუ რამე...


მსგავსი სიახლეები

up