Bloomberg: თურქეთი ინფრასტრუქტურული მშენებლობისთვის მრავალმილიარდიან ფონდს აფუძნებს

Bloomberg: თურქეთი ინფრასტრუქტურული მშენებლობისთვის მრავალმილიარდიან ფონდს აფუძნებს

person access_time2016-07-25 17:00:24

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ცდილობს შეამციროს ის ეკონომიკური ზარალი, რომელიც მოჰყვა სამხედრო გადატრიალების მცდელობას. მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულია და ამის ნაცვლად მთავრობა აპირებს დააფუძნოს მრავალმილიარდიანი ფონდი ინფრასტრუქტურული მშენებლობისთვის, რითაც შენარჩუნდება ეკონომიკური ზრდის ტემპები. თურქეთის თემას აშუქებს ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგი" სტატიაში, რომელშიც ვკითხულობთ:

 

"გუშინ მიცემულ ინტერვიუში თურქეთის-პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ სამხედრო პუტჩში შემჩნეულ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა წმენდები დასასრულს უახლოვდება და რომ უსაფუძვლოა ბრალდებები პრეზიდენტ ერდოღანის მისამართით, თითქოს იგი სათავისოდ იყენებს მიმდინარე მოვლენებს. ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

 

"ჩვენ მივმართავთ გლობალურ ინვესტორებს და ვარწმუნებთ მათ, რომ თურქეთში ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება" - ციტატის დასასრული.

 

15 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაიღუპა დაახლოებით 250 კაცი. ამ მოვლენებმა შეარყია ბაზრები. თურქეთის ეროვნული ვალუტა - ლირა რეკორდულად დაბალ დონეზე დაეშვა, ხოლო ქვეყნის საფონდო ბირჟაზე აქციების კრებითი ღირებულება 13 პროცენტით დაეცა. თუმცა, ეკონომიკური ზარალი ძირითადად ფინანსურ ბაზრებს მიადგა. გარდა ამისა, სარეიტინგო სააგენტო S&P-მა ერთი საფეხურით დააქვეითა თურქეთის საინვესტიციო რეიტინგი. სხვა სააგენტოები ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ და მოცდას ამჯობინებენ.

 

საინვესტიციო ბანკი "მორგან სტენლი" აცხადებს რომ დააკვირდება მოვლენათა შემდგომ განვითარებას, თუმცა, კრიტიკულ ზღვართან არც ისე შორსაა შექმნილი ვითარება.


 

მართლაც, სავალუტო-ფინანსურმა ბაზრებმა უკვე გამოავლინეს აღდგენის პირველი ნიშნები. დოლართან მიმართებაში თურქული ლირას კურსმა უკვე 3.05  შეადგინა, რაც მხოლოდ 5 პროცენტით ჩამორჩება სავალუტო მაჩვენებელს, რომელიც სამხედრო გადატრიალებამდე იყო. გაიზარდა აგრეთვე თურქეთის სახაზინო ვალდებულებათა ფასიანი ქაღალდების ღირებულებაც. დღეს, სტაბილურად იყო თურქეთის საფონდო ბირჟაც" - ნათქვამია სტატიაში. 

 

სტატიაში ასევე ვკითხულობთ:

 

"სამხედრო გადატრიალების მცდელობამ ვერ იქონია კატასტროფული ეფექტი თურქეთის ეკონომიკაზე. ასეთ აზრს გამოხატავს ინტერვიუში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ილდირიმი, რომლის თქმით, მთავრობა ყველაფერს იღონებს ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად. პრემიერმა რამდენიმე დეტალიც მოიყვანა ზემოხსენებული ინფრასტრუქტურული ფონდის შესახებ, რომელშიც, მისი თქმით, ათობით მილიარდი დოლარი იქნება ინვესტირებული. პრემიერის თანახმად, არაფერი ემუქრება ქვეყნის ისედაც დაბალ საბიუჯეტო დეფიციტს.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს იქნება სტრუქტურა, რომელიც ფართომასშტაბიან პროექტებს დააფინანსებს. ამგვარად, პროექტებში კაპიტალდაბანდება სწორედ ამ ფონდით იქნება უზრუნველყოფილი და არა უშუალოდ ბიუჯეტიდან. უნდა აღინიშნოს რომ 2013 წელს წარუმატებელი აღმოჩნდა თურქეთის მთავრობის მცდელობა, აემუშავებინა მსგავსი ფონდი, რათა დაფინანსებული ყოფილიყო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები. ხსენებული ფონდი უნდა შევსებულიყო თანხებით, რომელიც განკუთვნილია უმუშევრობის ასანაზღაურებლად. თუმცა ამჯერად, მთავრობა მოელის, რომ ქვეყნის კერძო ბანკები მიიღებენ მონაწილეობას ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფაში.

 

ამასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ილდირიმმა თქვა: "ჩვენი ბანკები ყურადღებას გაამახვილებენ სესხებზე, რომლებიც განკუთვნილი იქნება ეკონომიკური ზრდისთვის და ეს მოხდება გასესხების კრიტერიუმებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. თუ საჭირო გახდა, პრიორიტეტული პროექტებისთვის შემუშავდება შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთები, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ფონდისგან სესხთა გარანტირებით" - ციტატის დასასრული.

 

თუ თურქეთს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მოვიაზრებთ, ადგილობრივად მისი ეკონომიკა უდიდესია და იგი განსაკუთრებით 2014 წლიდან ინტენსიურად იზრდებოდა სირიიდან ლტოლვილთა დასახმარებლად ქვეყნისთვის გაწეული დაფინანსების ხარჯზე. მართლაც, ამა წლის პირველ კვარტალში, წლიური ტემპით, ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალში 5.7 პროცენტით. ესაა დიდ ოცეულში შემავალ ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ" - ნათქვამია "ბლუმბერგის" ინტერნეტ-გამოცემაში.




თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს

“ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭიათურის მოვლენებზე პირად პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ - მეტიც, უმრავლესობას ინფორმაცია მხოლოდ მედიისგან აქვს
access_time2019-05-24 16:00:07
ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტმა უკიდურესი ფორმა მიიღო, პროტესტის მერვე დღეს სამმა მოშიმშილემ პირი ამოიკერა. შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულები ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მაღაროელებმა მთავრობას მიმართეს და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. — რატომ არ რეაგირებენ და რატომ ახსენდებათ მოქალაქეები მმართველი გუნდის...

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“

სტარტაპერები ბახტაძის ახალ ინიციატივაზე - “სუბსიდირებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი  შესაბამისი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოა“
access_time2019-05-24 15:00:47
“ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის განვითარება არის პირდაპირ კავშირში ახალგაზრდულ ეკონომიკასთან. სწორედ ახალგაზრდების ენერგია, მათი ხედვა და ინოვაციური მიდგომა უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი“, - ამ სიტყვებით დააანონსა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ინოვაციური პროექტების დააფინანსებს ახალი პროგრამა. პრემიერმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ახალგაზრდა...


მსგავსი სიახლეები

up