Bloomberg: თუ „ბრექსიტი" აიძულებს მრავალ ბანკს დატოვოს ლონდონი, არაა გამორიცხული ამით ისარგებლოს ნიუ-იორკმა

Bloomberg: თუ „ბრექსიტი" აიძულებს მრავალ ბანკს დატოვოს ლონდონი, არაა გამორიცხული ამით ისარგებლოს ნიუ-იორკმა

access_time2016-10-21 21:00:00


თუკი ევროკავშირის შემადგენლობიდან ბრიტანეთის გასვლა, ანუ როგორც მას უწოდებენ, „ბრექსიტი" აიძულებს მრავალ ბანკს დატოვოს ლონდონი, არაა გამორიცხული რომ ამით ისარგებლოს ნიუ-იორკმა- ოკეანის გაღმა რომაა, ევროპიდან დიდი მანძილით დაშორებული. ასე იწყება ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგში" გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორის გევინ ფინჩის თანახმად:

 

 


ბოლო დროს ნიუ-იორკი, ფრანკფურტსა თუ პარიზზე უფრო მეტად იჩენს თავს როგორც მთავარი კანდიდატი ბანკირების გადაბირებისა, თუკი „ბრექსიტმა" სერიოზულად აზარალა ლონდონის მძლავრი ფინანსური სექტორი. ამ თვალსაზრისს იზიარებს ბევრი პოლტიკოსი და ფინანსისტი.

 

 


ამერიკის უდიდეს ქალაქს- ნიუ-იორკს, ევროპის ფინანსურ ცეტრებზე უფრო მეტად ახასიათებს მძლავრი ფინანსური ბაზრები, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების სიმრავლე და ლიბერალური რეგულირებანი. ესაა ფაქტორები, რომლებითაც ლონდონი ჯერ კიდევ გამოირჩევა ევროპის სხვა ქალაქებისგან. ამიტომაცაა, რომ მოლოდინების თანახმად, ნიუ-იორკი გადაიბირებს ლონდონიდან წამოსულ ფინანსურ ოპერაციათა დიდ ნაწილს. მხოლოდ მათი მცირე ნაწილი დარჩება კონტინენტურ ევროპაში. ამგვარად, ევროპაში ფინანსური ინფრასტრუქტურის მხრივ, ვერავინ ჩაანაცვლებს ლონდონს. როგორც მიაჩნიათ, საამისოდ მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთი ქალაქი ივარგებს და ესაა ნიუ-იორკი.

 

 


ბევრი გლობალური საინვესტიციო ბანკისთვის, ლონდონი თამაშობს მეტად მნიშვნელოვან როლს. ამ ქალაქში განლაგებულია სიდიდით მეორე ფილიალები. ცხადია, ლონდონმა თუ დაკარგა თავისი ამჟამინდელი მნიშვნელობა, მაშინ შემცირდება კიდეც ბევრი საბანკო-საფინანსო ოპერაცია, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქიდან იწარმოებოდა.

 

 


„მორგან-სტენლის" საინვესტიციო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს გორმანმა ამას წინათ უყოყმანოდ დაასახელა ნიუ-იორკი, როგორც ყველაზე რეალურად მოგებული ქალაქი „ბრექსისტის" შედეგად. ამერიკელი ფინანსისტი დარწმუნებულია, რომ სულ მალე ნიუ-იორკი იხილავს ლონდონიდან წამოსული პროფესიონალების ნაკადს, რომლებიც ამ ქალაქში გადაიტანენ თავიანთ საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს.

 

 


და მართლაც, არაა გამორიცხული, რომ დოლარებში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების სავაჭრო ცენტრში, ნიუ-იორკში, სულ მალე მოხდება სხვადასხვა საბროკერო ფირმების რელოკაცია ლონდონიდან. ესენი იქნებიან ბონდებითა და ვალუტით მოვაჭრე ფირმები" - ნათქვამია სტატიაში.

 


სტატიაში ვკითხულობთ, რომ საბანკო მაგნატებს აღარ აქვთ იმედი იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრიუსელთან შეძლებს ისეთი გარიგების მიღწევას, რომელიც ლონდონში ბაზირებულ ბანკებსა და ფირმებს შეუნარჩუნებს საშუალებას- უწინდელივით თავისუფლად აწარმოონ სავაჭრო ოეპრაციები კონტინენტურ ევროპაში.

 

 

 

„უფრო რეალური იქნება ის სამომავლო სურათი, რომ ლონდონის დატოვების შემთხვევაში, ფინანსური ინდუსტრიის გარდუვლად ფრაგმენტაცია მოხდება. ეს რა თქმა უნდა, პრობლემატური იქნება ამერიკული ბანკებისთვის, რომლებმაც მრავალი წელი მოანდომეს ლონდონში თავიანთი ევროპული ოპერაციების კონცენტრირებას. აღსანიშნავია, რომ ამერიკული ბანკების ევროპელი პროფესიონალური კადრების 87 პროცენტი ბრიტანეთშია თავმოყრილი.

 

 

 

რა თქმა უნდა, კულტურულ თავისებურებებსა და განსხვავებებს დიდი მნიშვნელობა აქვს. უხოური ბანკი შესაძლოა დიდი დროისა და ენეგრიის ფასად ყველანაირად ეცადოს დაარწმუნოს რეგიონული კომპანიები რომ მას უკეთ ესმის მათი ბიზნესი ვიდრე ადგილობრივ ფირმებს. ზოგი კომპანიისთვის კი ბევრი არაფრის მომტანი იყოს კაპიტალის გაზრდა და დოლარებში დენომონირებული კორპორატიული ფასიანი ქაღალდების გამოშვება. ბუნებრივია, ლონდონიდან ბიზნესის გადმობირებას შეეცდებიან აზიის ფინანსური ცენტრებიც, როგორიცაა სინგაპური და ჰონგ-კონგი.

 

 

 

მაგრამ, ყველა ბანკი წინასწარ როდი ახმოვანებს თავის სამომავლო გეგმებს. მაგალითად, ერთერთი ამერიკული ბანკის თახახმად, „ბრექსიტის" შემდგომ იგი არ აპირებს ოპერაციებისა და პროფესიონალური კადრების დაბრუნებას ამერიკაში. როგორც ბანკის ხელმძღვანელობა ამბობს, ბანკი ეცდება ახალ რეალობასთან ადაპტაციას და ათვისებას იმ ოპერაციებისა, რომლებიც ამ ქალაქში დარჩება ბანკებისა და ფინანსური ფირმების ჭარბი რელოკაციის შემდეგ. მიაჩნიათ, რომ დარჩენილი ევროპული ოპერაციები ბანკისთვის სრულიად სამყოფი იქნება.

 

 

 

მიუხედავად ამ ერთი ბანკის ხელმძღვანელთა ოპტიმიზმისა, ბანკირების უმეტესობა პესიმისტურადაა განწყობილი. მიაჩნიათ, რომ სიდიდის გამო, ნიუ-იორკს ვერ ჩაანაცვლებს ვერც პარიზი და ვერც ფრანკფურტი და რომ ლონდონიდან წამოსულ ბანკებს, ფინანსურ ფირმებსა და ოპერაციებს მეტწილად ნიუ-იორკი გადაიბირებს" -ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგის" სტატიაში.

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up