Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაცია  დოლარის დევალვაციას გეგმავს

Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაცია დოლარის დევალვაციას გეგმავს

access_time2019-07-11 14:00:00


აშშ-ს პრეზიდენტს აწუხებს ის, რომ დოლარის გაძლიერება  საფრთხეს უქმნის მის ეკონომიკურ გეგმებს. ამიტომ მან დაავალა თანაშემწეებს ამერიკული ვალუტის კურსის შემცირების გზების მოფიქრება - წერს სააგენტო საკითხში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით.


ეს თემა განიხილებოდა ტრამპის  ფედერალური სარეზერვო სისტემის ორ ახალ მაღალჩინოსანთან შეხვედრის დროს - ჯუდი შელტონთან და კრისტოფერ უოლერთან. აშშ პრეზიდენტი ესაუბრებოდა მათ დოლარის კურსთან დაკავშირებულ თემეზე.


პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ძლიერი დოლარი აფერხებს ეკონომიკურ ბუმს, რომელიც, მისი გათვლებით, უნდა დაეხმაროს მას საპრეზიდენტო არჩევნების დროს.


თუმცა, საკითხი ჯერ არაა ბოლომდე გადაწყვეტილი, რადგან პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი ლარი კადლოუ და ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი არ ემხრობიან რაიმე ხელოვნურ ჩარევას დოლარის კურსში.


კრისტოფერ უოლერმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის წევრები არ ითვალისწინებენ დოლარის ღირებულებას საპროცენტო განაკვეთის დადგენის დროს.


ლარი კადლოუმა კი შეახსენა პრეზიდენტს, რომ დოლარის მონიტორინგზე პასუხს აგებს ფინანსთა სამინისტრო.


ამ ეტაპზე თეთრი სახლიც და ფინანსთა სამინისტროც თავს იკავებენ ამ თემაზე ყოველგვარი კომენტარებისგან.



თუმცა, არავისთვის არაა საიდუმლო და არც თავად პრეზიდენტი მალავს, რომ იგი მიიჩნევს აუცილებლად დოლარის კურსის შემცირებას. თუმცა, ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა კვლავ განაგრძობს ზრდას და ამის წინააღმდეგ ტრამპი ვერაფერს აკეთებს.



უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, ტრამპი დაიწყებს პრაქტიკულ მოქმედებებს დოლარის კურსის შემცირების მიზნით.



ექსპერტები ING და  Canadian Imperial Bank of Commerce-დან ბოლო კვირებში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია ადმინისტრაცია ჩაერიოს დოლარის კურსის წარმოქმნის პროცესში მისი დევალვაციის მიზნით - ასეთი პერსპექტივა განიხილება დონალდ ტრამპის მხრიდან ფედერალური რეზერვის და სხვა ქვეყნების საკურსო პოლიტიკის კრიტიკის ფონზე - ის მიიჩნევს, რომ სუსტი ვალუტები ახალისებენ სხვა ქვეყნების ექსპორტიორებს, ხოლო ძლიერი დოლარი ხელს უწყობს შტატებში იმპორტის ზრდას.



ეს კი თავისთავად უარყოფითი მოვლენაა ტრამპისთვის, რომლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო აშშ-ში წარმოების გაზრდა და იმპორტის შემცირება.


ამ საკითხში ბევრი იქნება დამოკიდებული სხვა მოთამაშეებზეც - მაგალითად, ევროკავშირის ცენტრალურ ბანკზე - თუ ის ივლისის ბოლოს გააგრძელებს საბაზისო განაკვეთის მაჩვენებლის შემცირებას, ეს შეუწყობს ხელს ევროპული ვალუტის კურსის შემცირებას დოლართან მიმართებაში. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ს საპასუხო რეაქცია.





„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2020 წლის თებერვალში“ -ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-06-04 21:45:33
“თიბისი აღარ იქნება ისეთი, როგორიც 2020 წლის თებერვალში იყო”, – თიბისის გენერალურმა დირექტორმა ბანკის გარდაუვალ ტრანსფორმაციაზე მედიასთან ხუთშაბათის ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, სწორება უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან (ამაზონი, გუგლის) კეთდება. “ბანკი კი ვართ, მაგრამ ამავდროულად ტექნოლოგიური კომპანია ვართ.” ჯგუფი 2 კვირაში სტრუქტურული მოწყობის უფრო დეტალურ ხედვას წარმოადგენს, რისთვისაც 1500-ზე მეტი თანამშრომლის...

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...


მსგავსი სიახლეები

up