Bloomberg: ტრამპი 2 სახე და ამერიკული ინდუსტრია

Bloomberg: ტრამპი 2 სახე და ამერიკული ინდუსტრია

access_time2017-03-01 20:30:16


დონალდ ტრამპის შესახებ Bloomberg-ი მორიგ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი მეგან მაკარდი წერს, „ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას, როცა პოლიტიკურმა მიმომხილველებმა გამოიგონეს ჰილარი კლინტონის "გარდუვალი გამარჯვება", მცირე მათგანი თუ კითხულობდა - რა მოხდებოდა დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში. მათი უმრავლესობა წინასწარმეტყველებდა ფინანსური ბაზრების უეცარ დაცემას. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ ფუჭი პროგნოზისა, ტრამპმა მოიგო, იგი აირჩიეს და საფონდო ბირჟებზე დაცემის ნაცვლად, ბუმი ატყდა. ინდექსებმა ახალი სიმაღლეების აღებით რეკორდები დაამყარეს.

 

 

თუ როგორ მოხდა ეს? ესაა შეკითხვა, რომელსაც დღესაც კი სვამს ბევრი პოლიტიკური ექსპერტი, ჟურნალისტი და მიმომხილველი. კიდევ ერთი შეკითხვა: რითი აიხსნება ფინანსური ბაზრების ოპტიმისტური განწყობა, რომლებიც გულმხურვალედ ესალმებიან ტრამპის პრეზიდენტობას? იმ დროს, როცა ვაშინგტონში აღარ იციან თუ როგორი რეაგირება მოახდინონ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი დღეების არაკომპეტენტურობაზე, ტრამპის მიერ „ტვიტერით" უამრავ გზავნილებზე, ადმინისტრაციაში ვაკანტური ადგილების შეუვსებლობასა და სამოქმედო გეგმის გაურკვევლობებზე, მაგ დროს უოლ-სტრიტზე მხიარულება სუფევს. რითი აიხსნება ასეთი მკაფიო სხვაობა ამ განწყობებში?

 

როდესაც კონგრესში დონალდ ტრამპის გამოსვლას უსმენდნენ, ბევრს აინტერესებდა თუ რითი უპასუხებდნენ უოლ-სტრიტი და ბიზნეს-წრეები პრეზიდენტის სიტყვას. ამ კითხვაზე პასუხები არაერთგვაროვანი იყო.
ერთი მხრივ, დაბალი კორპორატიული გადასახადები, ახალი ნავთობსადენის მშენებლობა, ტრილიონი დოლარი ინფრასტრუქტურულ მშენებლობაზე, სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს თავგასულობის დასრულება.
მეორე მხრივ, სამართლიანი ვაჭრობა, რაც სინამდვილეში პროტექციონიზმს ნიშნავს. იმიგრაციაზე თავდასხმები. მწვავე კრიტიკა რეცეპტით გამოსაწერი წამლების ხელოვნურად გაზრდილი ფასებისა. გარდა ამისა, ტრამპი, სად აპირებს ტრილიონობით დოლარის შოვნას?

 

სხვა სიტყვებით რომ დავახასიათოთ, ბიზნესისთვის არსებობს ორი ტრამპი: კარგი და ცუდი. უოლ-სტრიტზე, როგორც ჩანს, დარწმუნებულნი არიან, რომ კარგი ტრამპი გაიმარჯვებს, ხოლო ცუდი ტრამპი ისეთ რამეებს გაიძახის, რაც ელექტორატს მხოლოდ ამშვიდებს და სინამდვილეში ესაა შეუსრულებადი დაპირებები" - ნათქვამია სტატიაში.

 


ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ უოლ-სტრიტზე ძირეულად არ ესმით ის მოვლენები, რომლებიც დედაქალაქში ტრიალებს. „კარგი ტრამპი" ისეთ დაპირებებს იძლევა, რომელთა შესრულება ასტრონომიული თანხები ჯდება. ცხადია, ამ დაპირებების შესრულებისთვის, ტრამპს დასჭირდება თავისი საკანონმდებლო პროექტებისა და ინიციატივების კონგრესში გატარება. ხსენებული კანონპროექტები ექზამინაციას გაივლის კონგრესის საბიუჯეტო ოფისში, რომელიც წინასწარი მოლოდინის თანახმად, დაასკვნის, რომ ეს ყველაფერი დიდი თანხა დაჯდება. „კარგი ტრამპი" პრიორიტეტად გამოაცხადებს, ან პირდაპირ ეტყვის ამომრჩევლებს, რომ მისი ინიციატივების მთელი ღირებულება ტვირთად დააწვება იმ კორპორაციებს, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაო ადგილების ექსპორტს ეწევიან.

 

მეორე მხრივ, „ცუდი ტრამპი" ისეთ დაპირებებს იძლევა, რომლებიც კარგად ისმინება, კარგად ჟღერს პოპულიზმის თვალსაზრისით. მაგრამ ამ დაპირებათა შესრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ აღმასრულებელი ბრძანებულებებით, კონგრესში შესატყვისი კანონპროექტების გატარების გარეშე. ისე რომ, ნაციონალისტური ინიციატივები უფრო მოსალოდნელია, ვიდრე საგადასახადო რეფორმა.

 

მარტო კონგრესში სიტყვით გამოსვლა არაა საკმარისი. რა თქმა უნდა, ბიზნესი არ არის ერთგვაროვანი. გარკვეული ინდუსტრიები ყურადღებით უსმენდნენ პრეზიდენტის გამოსვლას, თუ რას იტყოდა იგი მათთვის განსაკუთრებულად საინტერესოს. ჯანდაცვის კომპანიები, ცხადია, ტრამპის ყოველ ნათქვამს აანალიზებდნენ, როცა იგი ლაპარაკობდა ობამას ჯანდაცვის პროგრამის რეფორმირებაზე. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ალბათ, შოკისმომგვრელი იყო იმის მოსმენა, თუ როგორ ესხმოდა თავს ტრამპი წამლებზე მაღალი ფასების დაწესებას. ბუნებრივია, მათთვის მიუღებელი იქნება ფასთა კონტროლიც.

 

რა თქმა უნდა, ყველაზე მეტ სიკეთეს მოელოდნენ სამშენებლო კომპანიები და მცირე მანუფაქტურები, რომლებიც საფრთხეებს განიცდიან უცხოური კომპანიების მხრიდან. თუმცა, პრეზიდენტის გამოსვლა მათთვის არანაირ სიახლეს არ შეიცავდა. ტრამპმა ამით მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ყველაფერს იღონებდა ბიზნესის გაადვილებისთვის.

 

ამგვარად, გასაოცარი იქნება თუკი, ამერიკის ფინანსური ბაზრები მკვეთრ რეაგირებას მოახდენენ კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლაზე. ინვესტორები რა თქმა უნდა, გააგრძელებენ კარგ ტრამპზე ფსონების დადებას და ეს გაგრელდება მანამ, სანამ ისინი ტავიანთ მოლოდინებში მოტყუვდებიან" - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა Bloomberg-ის სტატიაში.

 

 

ავტორი: საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი



„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა

აუდიტის სამსახური - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017 - 2018 წლებში საწვავზე 275.8 ათასი ლარი დახარჯა
access_time2020-01-18 16:00:28
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში 275.8 ათასი ლარის საწვავი დახარჯა, მათ შორის 16.3 ათასი ლარი მერის წარმომადგენლების ავტომანქანებისთვის საწვავზე გაწეულმა ხარჯმა...

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

თელაველი კოლექციონერი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
access_time2020-01-18 15:00:57
ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბები რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს. თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმეტესი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის...

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ

ტოპ 5 გლობალური რისკი, რომელსაც 2020 წელს უნდა ველოდოთ
access_time2020-01-18 13:00:19
World Economic Forum ყოველი ახალი წლის იანვარში სამომავლო რისკების ანგარიშს წარადგენს ხოლმე. წელს ისე მოხდა, რომ გლობალური რისკების ტოპ 5-ივე ადგილი გარემოს თემატიკამ შეავსო. მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის პრეზიდენტმა ბურჯ ბრენდემ თქვა: ”პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია, ზღვის დონე იზრდება, კლიმატის ცვლილების შედეგად კი მომრავლდა ხანძრები. ეს არის წელი, როდესაც მსოფლიო ლიდერებმა უნდა იმუშაონ საზოგადოების ყველა სექტორთან, რათა გააძლიერონ თანამშრომლობის სისტემები, არა მხოლოდ მოკლევადიანი...

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?
access_time2020-01-18 12:00:04
თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და...


მსგავსი სიახლეები

up