Bloomberg - ტანსაცმლის ზომა ინტერნეტ-მაღაზიების სერიოზული პრობლემაა

Bloomberg - ტანსაცმლის ზომა ინტერნეტ-მაღაზიების სერიოზული პრობლემაა

access_time2021-03-23 18:30:00

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ელექტრონული კომერციის ბუმი მოიტანა, შერეული საქონლის ციფრულ მაღაზიებს უარყოფითი მხარეც აქვთ და ისინი ბევრი პრობლემის წინაშე დგანან, - წერს Bloomberg-ი ანალიტიკურ სტატიაში. შეზღუდვების შედეგად მილიონობით ადამინი იძულებული გახდა, ინტერნეტით შეეძინა მაგალითად, ტანსაცმელი, რომელიც გამომწერს ხშირად ზომაში არ ერგება და მისი დაბრუნება უწევს, ამას კი დიდი დრო მიაქვს. ინტერნეტ-მაღაზიების სერვისის სერიოზული პრობლემაა, ასევე კლიენტებისთვის ვადაგასული პროდუქციის მიწოდება.


მარტო აშშ-ში 2020 წელს, წინა წელთან შედრებით, მომხმარებლებმა ინტერნეტ- შესყიდვებზე 192 მლრდ დოლარზე მეტი დახარჯეს. შესაბამისად, ელექტრონული კომერციის აქციებმა მოიმატა. მაგალითად, ავეჯის მაღაზია Wayfair-ის აქციები ბოლო 12 თვის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა, ტანსაცმლის ონლაინ-მაღაზია titch Fix-ის აქციები 250%-მდე, მოდის ინდუსტრიის გლობალური პლატფორმა Farfetch-ის კი - 700%-მდე. 340%-მდე გაიზარდა მოდის ინდუსტრიის ბრიტანული პლატფორმის Asos-ის აქციებიც. თუმცა ამ მოწინავე ციფრულ მაღაზიებსაც დასახვეწი აქვთ ისეთი მომსახურებები, როგორიცაა კლიენტისთვის დახმარების გაწევა საქონლის სწორად შერჩევაში და მისი დაბრუნება-გადაცვლის პროცესის ოპტიმიზაცია.


ამ მხრივ ტანსაცმელი ყველაზე რთული სექტორია. ჯერ კიდევ პანდემიამდე ტანსაცმლის მაღაზიების დიდი ნაწილი ინტერნეტში გადავიდა. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გაყიდვების 18% ინტერნეტით განხორციელდა, ერთი წლის განმავლობაში კი ეს ციფრი 50%-მდე გაიზარდა. eMarketer-ის მონაცემებით, გასულ წელს „ონლაინ-ტანსაცმლის“ გაყიდვები, კვების პროდუქტებთან, სასმელთან, საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, პირადი ჰიგიენის საშუალებებთან და საშინაო ავეჯთან შედარებით, ნაკლებად გაიზარდა, ამის მთავარ მიზეზად ტანსაცმლის ზომის შერჩევის პრობლემას ასახელებენ.


Bloomberg-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ ზომების შერჩევის პრობლემა ინტერნეტ-მაღაზიებისთვის თვითიზოლაციამდე უფრო იდგა და დადგება იზოლაციის შემდეგაც. მომხმარებლებს ურჩევნიათ რეალურ მაღაზიაში მოკლე დროში რამდენჯემე მოიზომონ და მოირგონ ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, ვიდრე ინტერნეტით გამოცვლის, თანხის დაბრუნებისა და ხელახლა გამოწერის ხანგრძლივ პროცედურას დაელოდონ.


Bloomberg-ის ანალიტიკოსები ტანსაცმლის ინტერნეტ-მაღაზიებს პორტალ Stitch Fix-ის მაგალითის გაზიარებისკენ მოუწოდებენ, რომელიც მომხმარებელს შერჩეული სტილის მიხედვით, ტანსაცმლის სხვადასხვა ნიმუშს უგზავნის. კლიენტი მხოლოდ მას შემდეგ იხდის თანხას, როცა სასურველ ზომას დაიტოვებს და თანხის დაბრუნების პროცესისგანაც თავისუფლდება.



ფიზიკური მაღაზიების გახსნის შემდეგ აქციების ვარდნის თავიდან აცილების მიზნით, ინტერნეტ-მაღაზიები კლიენტებისადმი ინდივიდულაურ მიდგომას ხვეწენ. მაგალითად, ტანსაცმლის ბრიტანული ინტერნეტ- მაღაზია Matchesfashion ნივთთან ერთად კლიენტს შემფუთველისგან წერილსაც უგზავნის, ხოლო მაღაზია Burberry Group ე.წ. ჰიბრიდულ მოდელს ირჩევს: ის თავის მუდმი კლიენტებს ექსკლუზიურ სოციალურ სექტორებს სთავაზობს.


ზოგი ონლაინ-კომპანია საკმაოდ კრეატიული გზით ფიზიკურ სივრცესაც იყენებს. მაგალითად, Matchesfashion-ს ცენტრალური ლონდონის ხალხმრავალ რაიონ მეიფერში გახსნილი აქვს სახლი, რომელსაც VIP-მომხმარებლების უსწრაფესად მომსახურებისთვის და სპეციალური ღონისძიებებისთვის იყენებს.


გლობალური მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმის Bain & Company-ის მონაცემებით, 2025 წლისთვის ტანსაცმლისა და პირადი ფუფუნების საგნების ბაზრის 30% ელექტრონული იქნება.



BPN.GE




თეგები:
ტანსაცმელი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up