Bloomberg: სრულდება ეპოქა, როცა ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ევროპაში, მთავრობებთან გარიგებაში შესვლა შეეძლოთ

Bloomberg: სრულდება ეპოქა, როცა ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ევროპაში, მთავრობებთან გარიგებაში შესვლა შეეძლოთ

access_time2016-08-31 15:00:22

დასასრულს უახლოვდება ეპოქა, როცა ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს ევროპაში საქმინაობისას შეეძლოთ საგადასახადო გარიგებაში შესულიყვნენ რომელიმე ადგილობრივ მთავრობასთან. ამის შესახებ ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატიაში, რომლის თანახმად:


"ათეული წლების განმავლობაში, ფირმა Apple-ის მსგავსი ბიზნესები, რომლებიც შემოსავლის დიდ ნაწილს საზღვარგარეთ იღებენ, მიედინებოდნენ ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში, სადაც მათ შედარებით ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი ელოდებოდათ, თუნდაც ხსენებულ ქვეყნებში არ ჰქონოდათ მნიშვნელოვანი ოპერაციები.


გასულ სამშაბათს, კონკურენციის ზედამხედველმა ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა ყველას აუწყა რომ იგი არ შეურიგდება წარსულის საგადასახადო გარიგებების პრაქტიკას და რომ ფირმა Apple-ს დაეკისრა ირლანდიის მთავრობისთვის საგადასახადო დავალიანება, რომელიც შეადგენს 14-ეტ მილიარდ 500-ს მილიონ დოლარს.


ერთერთი ექსპერტის თქმით, ამიერიდან ყველა გლობალურმა კომპანიამ, რომელიც ევროკავშირის გადასახადებს იხდის ცალკე აღებულ ქვეყნებში, უნდა გადახედოს ყველა საგადასახადო შეთანხმებას, რათა დაადგინოს თუ რამდენად ელოდება მას მსგავსი საფრთხეები ბრიუსელიდან. როგორც სჩანს, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება და პროცესი მრავალ თვეს გაგრძელდება.


უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში პროდუქციის გასაღებისას, ფირმა Apple შემოსავალსა და მოგებას აფორმებს თავის ფილიალში, რომელიც ირლანდიის სამხრეთ ქალაქ ქორქში ოპერირებს. ეს პროცესი რამდენიმე ათეული წლის წინათ იქნა წამოწყებული, როგორც უშუალო შედეგი ირლანდიის მთავრობასთან დადებული გარიგებისა დაბალ გადასახადებს რომ ითვალისწინებს ევროპაში გასაღებულ პროდუქციაზე. მაგრამ, ევროკომისიის დადგენილებით, ირლანდიის მთავრობამ სინამდვილეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა ამერიკული ფირმა, როცა ძალზე მცირე გადასახადი დააკისრა. როგორც ფირმის ხელმძღვანელობამ, ასევე ირლანდიის მთავრობამ განაცხადეს, რომ გაასაჩივრებენ ევროკომისიის გადაწყვეტილებას.



საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი


როგორც ევროპის გადასახადების ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, ირლანდიაში ფირმა Apple-ს საგადასახადო რეჟიმი ყველაზე თვალშისაცემი იყო თავისი ლიბერალიზმით. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება სხვა კომპანიებსაც შეეხოს, თიმცა ნაკლებად სავარაუდოა რომ მათი შემოწმება მსგავსი სიმკაცრით გამოირჩეოდეს" - ნათქვამია სტატიაში.

 


სტატიის თანახმადვე, შეიძლება ითქვას რომ კონკურენციის ზედამხედველი ევროკომისრის მარგარეტ ვესტაგერის განცხადება ფირმა Apple-სთვის უზარმაზარი საგადასახადო დავალიანების დაკისრებაზე, მხოლოდ ნაწილია ფართო სტრატეგიისა რომელიც მიზნად ისახავს უცხო კომპანიებისთვის სხვადასხვა საგადასახადო კერძო გარიგებებისა და სქემების გაუქმებას.


უნდა აღინიშნოს, რომ ფირმა Apple-მა რომც გადაიხადოს მილიარდები მასზე ბრიუსელის მიერ დაწესებული საგადასახადო დავალიანების შედეგად, საეჭვოა რომ იგი ირლანდიას დატოვებს და ამერიკაში გადაიტანს ოპერაციებს, რამეთუ ირლანდიის საგადასახადო მარჯა 12.5 პროცენტი კვლავ მიმზიდველს ხდის ამ ქვეყნას საერთაშორისო კორპორაციებისთვის, რომლებიც თავიანთი სათავო ოფისების მისამართად ირლანდიის ქალაქებს ირჩევენ.


ირლანდიაში ამერიკული ფირმის Apple-ს ოპერირების ისტორია 1980-ც წელს იწყება, როცა ქალაქ ქორქში გაიხსნა ფირმის პირველი საწარმო. ფირმის ხელმძღვანელობის თქმით, დიდი ყურადღება ექცევა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას საგადასახადო კუთხით, რათა ყველა ოპერაცია ადგილობრივი კანონისა და წესის მიხედვით წარმოებდეს. იმავე გაცხადებით, ფირმა პირნათლად ფარავს ყველანაირ საგადასახადო ვალდებულებას.


ევროპაში საგადასახადო პრაქტიკის ერთერთი სპეციალისტის სიტყვით, იგი ვერაფერ დამამშვიდებელს ვერ ხედავს ფირმა Apple-სა თუ მისი სხვა ამერიკული კონკურენტებისთვის. საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოების რისკებს შეემატა კიდევ ერთი მეტად სერიოზული, მეტად ანგარიშგასაწევი ფაქტორი. კერძოდ, ბრიუსელის რეგულატორებს საშუალება აქვთ კომპანიას რეტროაქტიურად დააკისრონ საგადასახადო დავალიანება თუნდაც მანამდე ოპერირება და გადასახადების გადახდა ადგილობრივი კანონისა და წესებეის სრული დაცვით წარმოებდა" - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატიაში.

 



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up