Bloomberg: სინგაპური შემდეგი დგას რიგში თუ ლონდონმა როგორც ბიზნესის ჰაბმა მსოფლიო ლიდერის სტატუსი დაკარგა

Bloomberg: სინგაპური შემდეგი დგას რიგში თუ ლონდონმა როგორც ბიზნესის ჰაბმა მსოფლიო ლიდერის სტატუსი დაკარგა

access_time2016-09-07 19:00:00

სინგაპური შემდეგი დგას სიის რიგში თუკი ლონდონმა, როგორც ბიზნესის ჰაბმა მსოფლიო ლიდერის სტატუსი დაკარგა. ასე იწყება ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატია, რომლის ავტორის დევიდ რომანის თანახმად:

 


"მსოფლიო რეიტინგში, აზიის კუნძული მხოლოდ ლონდონს ჩამორჩება როგორც საუკეთესო გლობალური ბიზნესის ქალაქი. ასეა მიჩნეული კვლევაში, რომელიც საერთაშორისო აუდიტორულმა ფორმამ PricewaterhouseCoopers-მა მოამზადა. გათვალისწინებული იყო საამისოდ შეგროვილი სოციალური და ეკონომიკური მონაცემები, რომლებიც გამოქვეყნდა ბრიტანეთში რეფერენდუმის ჩატარებამდე. შესაძლებლობათა ქალაქების ინდექსის თანახმად, სინგაპური უსწრებს ისეთ ბიზნეს-ცენტრებს როგორიცაა პარიზი და ამსტერდამი. ესაა ევროპის ორი გავლენიანი ქალაქი, რომელიც ამჟამად ცდილობს ლონდონიდან გადმოიბიროს ბანკები, ფინანსური ფირმები და ასევე პროფესიონალებიც, მას შემდეგ რაც ცხადი გახდება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესის პირველი შედეგები.

 


ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, დაბალი გადასახადები, ეფექტური ტრანსპორტისა და ინფრასტრურული სისტემა- ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო სინგაპურს- გაესწრო ნიუ-იორკისთვის 2014 წელს, თანახმად PricewaterhouseCoopers-ის წინა მონაცემებისა.

 


ეს უკანასკნელი ამა თუ იმ ქალაქს უპირატესობას ანიჭებს მეტწილად ადგილობრივი გარემოს სოციალური და ეკონომიკური სიჯანსაღის გათვალისწინებით. კვლევაში შეტანილია ისეთი მონაცემები როგორიცაა ბიზნესის კეთების სიადვილე, დემოგრაფია და ტექნოლოგიური დონე. როგორც ცნობილია, სხვა სახის კვლევებში მთავარი ყურადღება ექცევა ამა თუ იმ ფინანსური ჰაბის კონკურენტ-უნარიანობას.

 


მიღებული შედეგები აჩვენებს სინგაპურის მზარდ ბიზნეს-გავლენას, რასაც ნაწილობრივ ხელს უწყობს ადგილობრივი ფინანსური და სადაზღვეო სექტორების გაფართოება, რაც თავის მხრივ ეკონომიკის 13-ეტ პროცენტს შეადგენს" - ნათქვამია სტატიაში.

 


ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგში" გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, "სინგაპურისთვის რეგიონში მთავარი კონკურენტია ჰონგ-კონგი, რომელსაც იგი სჯობნის ისეთ სფეროებში როგორიცაა ბიზნესის კეთების სიადვილე, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, ტექნიკური უსაფრთხოება და უშიშროების უზრუნველყოფა. PricewaterhouseCoopers-ის კვლევის ინდექსში ჰონგ-კონგი ოდნავ დაეშვა და მე-9-ე ადგილზე მოექცა, რისი მიზეზიც გახდა ისეთი კატეგორიები როგორიცაა ინტელექტუალური კაპიტალი და ინოვაციები.

 


მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქალაქები, რომლებსაც სინგაპურზე უფრო დაბალი გადასახადები აქვს. ადგილობრივი კორპორატიული გადასახადი შეადგენს 17-ეტ პროცენტს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია თუკი შედარებისთვის მოვიყვანთ საფრანგეთისა და შეერთებული შტატების გადასახადებს - 30-ი და 35 პროცენტი შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების საშუალო გადასახადი 23-ამ პროცენტზე ოდნავ დაბალია.

 


PricewaterhouseCoopers-ის კვლევაში ნათქვამია, რომ დუბაისა და ჰონგ-კონგის გვერდით, სინგაპურს ყველაზე დაბალი გადასახადები და ყველაზე მაღალი ეკონომიკური ეფექტურობა გააჩნია. კვლევის ამ ნაწილის მომზადებისას გათვალისწინებული იყო როგორც კორპორატიული და საერთო საგადასახადო მარჯები, ასევე ინდივიდუალური გადასახადები და მათი ეკონომიკური ეფექტი.

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ ინდექსში ნომერ მეორედ მოხსენება სინგაპურისთვის არ ნიშნავს იმას რომ იგი ხვალვე გადაიბირებს იმ ბიზნესებსა და ფირმებს, რომლებიც ლონდონიდან გასვლას დააპირებენ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესში. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ბოლო დროს სინგაპურში გამკაცრდა კანონები უცხოელთა დასაქმებისთვის. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ეკოლოგიური პრობლემებიც, რომლებსაც სინგაპურს უქმნის მეზობელ ინდონეზიაში ტყეებში გახშირებული ხანძრები.

 


სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის რავი მენონის თანახმად, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში დაფუძნებული ბიზნესები აზიის ბაზრებით სარგებლობის მიზნით, შესაძლოა ვერაფერ სერიოზულს ვერ დააკლებენ ლონდონის- როგორც ფინანსური ჰაბის მიმზიდველობას საერთშორისო ბიზნესის წარმოების კუთხით.

 


როგორც სინგაპურის მთავარი ბანკირი ამბობს: "ლონდონი შეინარჩუნებს მთავარი ფინანსური ცენტრის როლს. თუმცა, შესაძლოა ბიზნესის წარმოების მხრივ ოდნავი გადანაცვლება მოხდეს ევროპის კონტინენტზე" - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატიაში.

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 

 




BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up