BLOOMBERG: საქართველოს ჩრდილოვანმა ბოსმა ვაშინგტონში ახალი ლობისტი დაიქირავა

BLOOMBERG: საქართველოს ჩრდილოვანმა ბოსმა ვაშინგტონში ახალი ლობისტი დაიქირავა

access_time2020-02-14 12:20:49

გამოცემა Bloomberg-ზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა, სადაც ავტორი ელი ლეიკი ივანიშვილს ჩრდილოვან ბოსად მოიხსენიებს.


Bloomberg-ზე გამოქვეყნებული სტატია ამჯერად ქართული ოცნების მიერ ამერიკელი ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ისთვის თვეში $75 000-ის გამოყოფას ეხება, რომელთანაც მმართველმა გუნდმა კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერმინისტრს რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.


რაც საინტერესოა ამ კონტრაქტის შესახებ, ისაა, რომ კომპანია წარმოადგენს ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას და არა ხელისუფლებას, რომელსაც ამ ეტაპზე ეს პარტია აკონტროლებს - წერს ავტორი.


ელი ლეიკს ციტატა მოჰყავს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნორმ ქოულმანის 21 იანვრით დათარიღებული წერილიდან. ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ქოულმანი ლობისტია, რომელიც ამჟამად სწორედ Hogan Lovells-ისთვის მუშაობს.



კომპანია იმუშავებს და ასევე, შესაძლოა, მიიღოს მითითებები საქართველოს ოფიციალური პირებისგანაც, მაგრამ ძირითადად ვიმუშავებთ თვითონ პარტია ქართულ ოცნებაზე - წერს ნორმ ქოულმანი ბიძინა ივანიშვილისთვის მიწერილ წერილში.


ეს რამდენიმე მიზეზითაა მნიშვნელოვანი. დასაწყისისთვის, სწორედ ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეპრესიებისკენ უკუსვლაში. საქართველომ პრემიერმინისტრების მთელი წყება გამოიცვალა, რომლებიც ქვეყანაზე ივანიშვილის კონტროლის ეფექტურ კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ამ ბოლო დროს ივანიშვილის ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ.


ამის ბოლო მაგალითი ორშაბათს გამოჩნდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის უკვე იყო დაპატიმრებული. დაპატიმრების შედეგად ოპოზიციურმა პარტიებმა ივანიშვილის პარტიასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.


ქოულმანს რთული საქმე აქვს დაკისრებული. ისეთი ავტორიტარული პარტნიორებით, როგორიც საუდის არაბეთია, მისთვის შესაძლებელია იმაზე კამათი, რომ ამერიკა სტრატეგიული მიზნების გამო ბევრის მომთმენია, მაგრამ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონოდა კანონის უზენაესობისა და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებისკენ სწრაფვის გამო. ქოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, ამისგან შორს დგას. ვერავითარი PR ამ ფაქტს ვერ შეცვლის,- წერს ავტორი.


წყარო: tabula.ge


თეგები:
Bloomberg



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up