BLOOMBERG: სანქციების ამოქმედების საპასუხოდ, ჩრდ. კორეა აშშ-ს „მტკივნეული დარტყმით“ ემუქრება

BLOOMBERG: სანქციების ამოქმედების საპასუხოდ, ჩრდ. კორეა აშშ-ს „მტკივნეული დარტყმით“ ემუქრება

access_time2017-09-11 20:00:31

ჩრდ. კორეის მეექვსე, ყველაზე მძლავრი ბირთვული იარაღის ტესტის საპასუხოდ აშშ-მ ჩრდ. კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თემაზე დაიწყო საუბარი. საპასუხოდ, ოფიციალური ფხენიანი აშშ-ს მუქარის მესიჯს უგზავნის.

 

„თუკი აშშ მიიღებს არაკანონიერ „რეზოლუციას“ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა იქნება იმის გარანტი, რომ აშშ დამსახურებულ პასუხს მიიღებს. ეს იქნება აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ტკივილი“, - აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო მფლობელობაში არსებულმა ახალი ამბების სააგენტომ გაავრცელა.

 

3 სექტემბერს ჩრდ. კორეამ წყალბადის ბომბის ტესტი ჩაატარა. ჩრდ. კორეის მთავარი მიზანია, მისმა ბალესტიკურმა რაკეტამ აშშ-ს საზღვრებამდე მიღწევა შეძლოს. საპასუხოდ, აშშ მსოფლიოში ყველაზე იზოლირებული ქვეყნისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. სანქციები ნავთობის იმპორტს, ტექსტილის ექსპორტსა და ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის აქტივების გაყინვას შეეხება.

 


რუსეთსა და ჩინეთს აქვთ უფლება, ვეტო დაადონ გაერო-ს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, უცნობია, რამდენად წარმატებით ამოქმედდება აშშ-ს ინიციატივა. ჩინეთი ჩრდ. კორეის მთავარ მოკავშირესა და უდიდეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. ანალიტიკოსების შეფასებით, ოფიციალური პეკინი სავარაუდოდ დროებით, ან ნაწილობრივ ნავთობის სანქციაზე დათანხმდება.

 

იაპონური Nippon Television-ის მიხედვით, ჩრდ. კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ყოფილ ამერიკელ ლიდერებს შვეიცარიაში, არაფორმალურ მოლაპარაკებებზე შეხვდებიან. ინფორმაციის პირველი წყარო უცნობია.

 

 

BLOOMBERG



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up