Bloomberg: სანავთობო შეთანხმების მიღწევას მექსიკა აფერხებს

Bloomberg: სანავთობო შეთანხმების მიღწევას მექსიკა აფერხებს

access_time2020-04-10 20:00:27

9 აპრილს ოპეკის ქვეყნების და რუსეთის წარმომადგენელთა ვიდეოკონფერენცია შედგა, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხს მიეძღვნა.ამ გაჭიანურებული კამათის ძირითადი მონაწილეები არიან რუსეთი და საუდის არაბეთი - სწორედ მათმა შეუთანხმებლობამ გამოიწვია მარტში ნავთობმოპოვებაზე ყოველგვარი შეზღუდვების მოხსნა  და შესაბამისად, შავი ოქროს უპრეცედენტო გაიაფება.


სწორედ ამ ქვეყნების შეთანხმებაზე იყო დამოკიდებული ნავთობ ინდუსტრიის ბედი უახლოეს კვირებსა და თვეებში, თუმცა, პრობლემა გაჩნდა იქიდან, საიდანაც არავინ ელოდა - 9 აპრილს შეთანხება ჩაშალა ქვეყანამ, რომელიც არავის ახსოვდა - მექსიკამ.


დაძაბული 9-საათიანი მოლაპარაკებების დროს მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ოპეკ-ის წევრ ქვეყნებს და რუსეთს შორის - მაის-ივნისში მოპოვება შემცირდება დღე-ღამეში 10 მლნ. ბარელით, 1 ივლისიდან 8 მლნ-ით., ხოლო მთელი 2021 წლის იანვრიდან 2020 წლის აპრილამდე - მლნ-ით.


გარიგება ყველა ქვეყნისთვის მისაღები აღმოჩნდა მექსიკის გარდა, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ნავთობმოპოვების დღე-ღამეში 400 000 ბარელით შემცირებაზე.


ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი როსიო გარსია თანხმდებოდა მხოლოდ 100 000-ზე, რაც დანარჩენი ქვეყნებისთვის მიუღებელi იყო. შედეგად, მექსიკის წარმომადგენელმა ვიდეოკონფერენცია დატოვა.მოლაპარაკებები 10 აპრილს,დღეს გაგრძელდება.



მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნების მიერ ნავთობმოპოვების შემცირებას სხვადასხვა მოცულობებით - რუსეთი და საუდის არაბეთი 2,5-2,5 მლნ. ბარელით დღე-ღამეში, ერაყი 1,0-6 მლნ.-ით, ემირატები - 700 000-ით.


ამავე დროს ოპეკი და რუსეთი იმედოვნებენ, რომ ნავთობმოპოვებას ასევე შეამცირებენ სხვა ქვეყნები - აშშ, კანადა, ბრაზილია, და ნორვეგია.


შტატები არ მონაწილეობენ ამ კონსულტაციებში, რადგანაც ქვეყნის ანტიმონოპოლური კანონმდებლობა კრძალავს ამგვარ გარიგებებს, თუმცა, ამერიკული ნავთობკომპანიები ვარაუდობენ, რომ უახლოეს 3 თვეში მოპოვება შტატებში დღეში 4 მლნ. ბარელით ბუნებრივად, საცავების გადავსების გამო შემცირდება. ამის შესახებ განაცხადა ტექასის შტატის ნავთობრეგულატორმა რაიან სიტონმა.


წყარო: bloomberg.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up