Bloomberg: Samsung Galaxy S7-მა კომპანიას მოულოდნელი წარმატება მოუტანა

Bloomberg: Samsung Galaxy S7-მა კომპანიას მოულოდნელი წარმატება მოუტანა

person access_time2016-07-07 11:37:24

Samsung Electronics Co.-ს გასული ორი წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული პერიოდი აქვს, რაც Samsung Galaxy S7-ზე მაღალი მოთხოვნისა და iPhone-ის გაყიდვების შემცირების დამსახურებაა. გასულ კვარტალში კომპანიის ოპერაციულმა შემოსავალმა 8.1 ტრილიონი კორეული ვონი ($6.9 მილიარდი) შეადგინა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინსაც (7.38 კორეული ვონი) კი გადააჭარბა. Samsung-ის შედეგები ცხადყოფს, თუ როგორ უმკლავდება კორეული კომპანია მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვების შემცირების ტენდენციას. 


„Samsung-ის პროდუქტები, როგორებიცაა სმარტფონები და ტელევიზორები, წლის პირველ ნახევარში დაუჯერებლად კარგად იყიდებოდა. Samsung Galaxy S7-მა ბაზარზე სერიოზული განაცხადი გააკეთა,“ – განაცხადა ანალიტიკოსმა ლი სეუნგ ვუმ. Samsung-მა მარტის შემდეგ დაახლოებით 15 მილიონი S7 გაყიდა, რის შედეგადაც კომპანიის ოპერაციული შემოსავალი მხოლოდ ტელეფონებიდან 4.23 ტრილიონი კორეული ვონით ($3,65 მილიარდი) განისაზღვრა. კომპანიის ეკრანების მწარმოებელი დანაყოფის შემოსავალმა კი 170 მილიარდი კორეული ვონი ($147 მილიონი) შეადგინა.


 

LCD პანელებზე ფასების ვარდნამ Samsung-ის ტელევიზორების გაყიდვების წარმატებაც განაპირობა. აღნიშნული მიმართულების ოპერაციული მოგება გასამმაგდა და 770 მილიარდი კორეული ვონი ($666 მილიონი) შეადგინა. ადგილობრივი ანალიტიკოსის, ლი სეუნგ ვუს შეფასებით, რთულია თქმა, შენარჩუნდება თუ არა Samsung-ის გაყიდვების ასეთი ტემპებით ზრდა. როგორც აღვნიშნეთ, Samsung-ის ზრდაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ახალი Samsung Galaxy S7 იყო. თუმცა სექტემბრიდან მისი მთავარი კონკურენტის, iPhone 7-ის გამოსვლა იგეგმება. BMO Capital Markets-ის ანალიტიკოსების მოსაზრებით, iPhone 7-ის გამოსვლა მომხმარებელში ერთგვარ ბუმს გამოიწვევს და მისი გაყიდვები შეიძლება რეკორდულიც კი გამოდგეს. iPhone 7-ის შეძენას მომხმარებლები სექტემბრიდან შეძლებენ.



„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up