Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს

Bloomberg: რუსულ ობლიგაციებს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს

access_time2021-04-15 19:00:44

ბოლო თვეებში რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობა მკვეთრად გაზრდილია, რამაც მათ მიმართ ინვესტორთა ინტერესი გააღვივა. თუმცა, სწორედ დღეს, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურ მაქსიმუმს მიუახლოვდა, რუსული სახელმწიფო ობლიგაციების წინაამღდეგ სანქციები სრულიად რეალური პერსპექტივა გახდა.

 

რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციამ ეს იდეა, რომელიც აქამდე დაუჯერებელი ჩანდა, ინვესტორებისთვის რეალური თავის ტკივილად აქცია.

 

გასულ კვირას რუბლში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ წლიურ მაქსიმუმს მიაღწია და მოსკოვს და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ესკალაციის მიუხედავად, ზრდა გაგრძელდა.

 

„ეს ობლიგაციების წინაამღდეგ სანქციების შემოღების ალბათობას ოდნავ ამცირებს“, - მიიჩნევს საინვესტიციო ფონდ GAM Investments-ის დირექტორი პოლ მაკნამარა.

 

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა სიტუაციის გაუარესების კიდევ ბევრი ვარიანტი არსებობს.

 

ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ არჩევნებში ჩარევის და ჰაკერული შეტევების გამო სანქციების დაწესებას აქამდეც განიხილავდა, უკრაინის ირგვლივ შექმნილმა დაძაბულობამ ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

 


რუსული სახელმწიფო ობლიგაციების წინაამღდეგ სანქციები დაწესების რისკი ინვესტორებს წლების მანძილზე აშინებთ, თუმცა რამდენიმე „ცრუ განგაშის“ შედეგ ისინი ამ საფრთხეს სერიოზულად არ მიიჩნევენ. დღეს შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.

 

წინა კვირას JP Morgan Chase & Co-ს ექსპერტებმა რუსული რუბლის და რუსული ბონდების რეიტინგი დაწიეს. ამის მიზეზებად პოლიტიკური დაძაბულობის შესაძლო ზრდა და ამერიკელი ინვესტორების მხრიდან გრძელი პოზიციების შესაძლო დახურვა დასახელდა.

 

ამან რუსული ობლიგაციებისადმი ინტერესი მკვეთრად შეამცირა, რის გამოც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების დიდი ნაწილის სახელმწიფო ბანკებისთვის მიყიდვა მოუწია.

 

ჯერ კიდევ 2019 წელს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ რუსული ფასიანი ქაღალდების წინაამღდეგ სანქციების შემოღების შემთხვევაში გლობალური არასტაბილურობის შესახებ განაცხადა, რადგანაც რუსული ფინანსური ბაზარი გლობალურ ინდექსებთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

 

ამის შემდეგ ამერიკის საპენსიო უზრუნველყოფის სისტემამ რუსულ ობლიგაციებზე უარი განაცხადა. პარალელურად რუსული სახელმწიფო ვალის მყიდველთა შორის უცხოელების წილი 35%-დან 20%-მდე შემცირდა.

 

რუსი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ შესაძლებელი სანქციები ქვეყნის ფასიან ქაღალდებს ვერ დააზარალებს, რადგანაც ამერიკელი ინვესტორების ადგილს რუსი და ევროპელი ინვესტორები დაიკავებენ.

 

კიდევ ერთი მკაცრი ზომა, რომელიც ვაშინგტონში განიხილებოდა რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაა, როგორც ეს ირანის მიმართ გაკეთდა. ამის საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი რისკების შემცირების მიზნით SWIFT-ზე დამოკიდებულების შემცირებაზე უკვე მუშაობს.

 

„თუ საქმე ღია სამხედრო დაპირისპირებამდე მივა, არაა გამორიცხული SWIFT-თან დაკავშირებული სანქციების შემოღება, რაც რუსეთისთვის მართლაც დამღუპველი იქნება“ - განაცხადა  ფონდ Aberdeen Asset Management-ის დირექტორმა ვიქტორ ჟაბომ.

 

 

წყარო: bloomberg.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up