Bloomberg: რუსეთი პუტინის შემდეგ - განვითარების სავარაუდო სცენარები

Bloomberg: რუსეთი პუტინის შემდეგ - განვითარების სავარაუდო სცენარები

access_time2019-06-06 20:00:13


2014  წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინის რუსეთის არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და პროგნოზირებადი რეჟიმი - ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად. ეს არის თავის თავში დარწმუნებული, რეპრესიებზე და მოსახლეობის მდუმარე მხარდაჭერაზე დაყრდნობილი ავტორიტარული რეჟიმი.


ამიტომაც, ექსპერტები ცდილობენ გაიხედონ  მომავალში პუტინის შემდეგ, რადგანაც  დღევანდელ დღეზე საუბარი ზედმეტად მოსაწყენია.


ვაშინგტონში მოქმედმა ანალიტიკურმა ცენტრმა „თავისუფალი რუსეთი“, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი, მოამზადა 170-გვერდიანი მოხსენება თემაზე „ როგორი შეიძლება იყოს რუსეთი პუტინის შემდეგ“.


მოხსენების ავტორებს შორის არიან ცნობილი რუსი ექსპერტები და ყველაზე ინფორმირებული კომენტატორები, რომლებმაც სხვებზე უკეთესად იციან, რა მემკვიდრეობას დატოვებს ყოვლისშემძლე რუსეთის პრეზიდენტი.


ისინი არ ცდილობენ მათ შორის არსებული აზრთა სხვაობის მიჩქმალვას, თუმცა  ერთიანები არიან ძირითად დასკვნებში  - მათ შორის მთავარი ისაა, რომ რუსეთი წლების შემდეგ კვლავ იქნება დამოკიდებული ნედლეულის ექსპორტზე.


ინდუსტრიალიზაციებზე და ნავთობდამოკიდებულების შემცირებაზე საუბრების მიუხედავად, 2017 წელს რუსეთის ბიუჯეტის 40% მოდიოდა სწორედაც გაზის და ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე, მაშინ როდესაც 2000 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 25%-ს.


თუმცა, განვითარების ამ მოდელს ხელს უშლის ახალი ტენდენციები - კერძოდ, ელექტრომობილების ინდუსტრიის სწრაფი ზრდა, გაზის ბაზარზე კონკურენციის გამძაფრება და ნახშირზე მოთხოვნის შემცირება - მაშინ, როდესაც რუსეთი არის მსოფლიოში მე-3 ნახშირის ექსპორტის მხრივ.


პროგნოზის არც ერთი ავტორი არ მიიჩნევს შესაძლებლად ამ დამოკიდებულების შესუსტებას, თუმცა  არც საერთაშორისო მოთხოვნის კლებას წინასწარმეტყველებენ იმ დონეზე, რომ ამან დაანგრიოს რუსეთის ეკონომიკას.


თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის ფასი დაეცემა 30 დოლარზე დაბლა და ეს გაგრძელდება დიდი ხნის მანძილზე, დასავლურ სანქციებთან ერთად, ეს იქნება დიდი გამოწვევა რუსეთისთვის.


კიდევ ერთი დასკვნა - მომავალში გაიზრდება რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე. ორი ქვეყნის ალიანსი გაძლიერდება - რუსეთი განაგრძობს ჩინეთში ნედლეულის გაყიდვას, ხოლო ჩინეთი რუსეთში - სამრეწველო პროდუქციის ექსპორტს.


სამხედრო თანამშრომლობა მოსკოვს და პეკინს შორის გაძლიერდება მათი ანტიამერიკული პოზიციებიდან გამომდინარე.



მოხსენების თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური სცენარის მიხედვით, რუსეთი გადაიქცევა ჩინეთის სატელიტ-ქვეყანად, დაეხმარება ჩინეთს სამხედრო სიძლიერის ზრდაში და მისცემს პეკინს შიდა ბაზრის ჩაყლაპვის საშუალებას.


დასავლური სანქციები და კონფრონტაცია აშშ-სთან, ამ სცენარს სულ უფრო სავარაუდოს ხდის, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის შიგნით, მოსახლეობაში ნდობა ჩინეთის მიმართ ნულოვანია და პირიქითაც, ჩინეთი აღიქმება როგორც პოტენციურ მოწინააღმდეგედ.


პუტინის შემდგომ რუსეთში არაა მოსალოდნელი ძვირადღირებული სამხედრო ავანტიურები, თუმცა ყაზახეთი და ბელორუსია მაინც რჩებიან საფრთხის ქვეშ.


მაგალითად, შესაძლოა ასტანამ გადაწყვიტოს დაახლოვება პეკინთან და ამ შემთხვევაში რუსეთი დაკარგავს ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბუფერს, ამიტომაც,  ექსპერტები არ გამორიცხავენ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიას ყაზახეთის წინააღმდეგ.


თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად იქნება რუსეთის არმია ასეთი შეჭრისთვის მზად, რადგანაც არავინ იცის ქვეყნის შეიარაღებული ძალების რეალური მდგომაროება - სირიაში და უკრაინაში რუსეთმა მოიგო ომები სუსტ და დეზორგანიზებულ მოწინააღმდეგეებთან. ჯარი ცუდად ფინანსდება, ხოლო დანაკარგები პირად შემადგენლობაში ძალზე არაპოპულარულია ქვეყანაში  - ბევრი რუსი ოცნებობს იმპერიის აღდგენაზე, თუმცა მათი დიდი ნაწილი არაა მზად მსხვერპლის გასაღებად.


ექსპერტების აზრები გაიყო პუტინის ირგვლივ შეკრებილი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის ქცევის შეფასებისას.


კომენტატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინის შემდეგ გაიზრდება არალოიალური დამოკიდებულება მოსკოვისადმი, ნაწილი კი თვლის, რომ ისტებლიშმენტი დაინტერესებული იქნება არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით და ამიტომაც მას არ გააჩნია აჯანყების მოტივაცია.


საუბარი ხომ ქვეყანაზეა, სადაც ეკონომიკის 70% სახელმწიფოს ხელშია, შესაბამისად, მთელი სიმდიდრეები ნაწილდება ცენტრალიზებული წყაროდან, რომელიც აკონტროლებს ყველას და ყველაფერს.


შესაბამისად, 170-გვედრიანი მოხსენებიდან იქმნება მტკიცე  და მდგარდი სისტემის სურათი, რომელიც მზადაა პუტინის შემდეგ ძალაუფლების რბილი გადაბარებისთვის. დასავლეთისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება ავტორიტარული და უკიდურესად ცენტრალიზებული რუსეთი, ოღონდ შერბილებული საგარეო პოლიტიკით, რომელიც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უარის იტყვის უკრაინის დანაწევრებაზე და დასავლეთში საკუთარი პროპაგანდით და კიბერჩარევებით საზოგადოებრივი აზრის გახლეჩის მცდელობებზე.


თუმცა, არასდროს  შეიძლება ისეთი ფაქტორის იგნორირება, როგორც საზოგადოებრივი აზრია.


რა თქმა უნდა, დღევანდელი რუსეთი ძალიან განსხვავდება 90-ანი წლების ქვეყნისგან და პუტინი მუდმივად მუშაობს ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც გამორიცხავს რეჟიმის სწრაფ და მოულოდნელ ცვლილებას ძალით, ან ქუჩიდან. მან შექმნა ძალიან ხისტი სისტემა, რომელსაც თანაბრად აერთიანებს როგორც შიში, ისევე კორუფცია და დიდი ფული.


მაგრამ საბოლოო ჯამში, ბევრი, გაცილებით უფრო ხისტი რეჟიმები ჩამოშლილა იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ შეაფასა რიგითი ადამიანების უკმაყოფილების ზრდა.


ადგილობრივი მნიშვნელობის პროტესტები - მაგალითად, სკვერის გაჩეხვის, გიგანტური ნაგავსაყრელის მშენებლობის და სხვა ლოკალური მოვლენების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება რევოლუციის მოახლოვების ნიშნად.


თუმცა, ისინი, ვინც ცხოვრობდნენ რუსეთში სსრკ-ს ბოლო წლებში, დაინახავენ ამ პროტესტების ენერგიას - რეჟიმს არ დარჩა ადამიანების ცხოვრების შემდგომი გაუმჯობესების ბერკეტები, შესაბამისად, შორეულ პერსპექტივაში სოციალური გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბში სავსებით რეალურია.


სავარაუდოდ, უკმაყოფილება გაიზრდება პუტინის შემდეგ, როდესაც ქვეყანას არ ეყოლება ასეთი პოპულარული და გავლენიანი ლიდერი, რომლის წინააღმდეგ გამოსვლას ვერ ბედავს ვერავინ.


ასეთ აფეთქებებს ემსხვერპლა არაერთი დიქტატორული რეჟიმი და ეს ვარიანტი მოითხოვს სერიოზულ შესწავლას.


ამგვარი რევოლუციის შემთხვევაში ყველა დღევანდელი გეოპოლიტიკური გათვლა დაკარგავს აზრს და ამავე დროს, ახალი რეალობა მისცემს დასავლეთს რუსეთთან ახალი ურთიერთობების დამყარების საშუალებას.


ამ დროს დასავლეთს მოუწევს უფრო ჭკვიანი და რაციონალური პოლიტიკის გამომუშავება, ვიდრე ეს იყო 30 წლის წინ, როდესაც გაჩნდა პირველი ასეთი შანსი.




თეგები:
რუსეთი



“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up