Bloomberg: როგორ იქცა რუანდა „აფრიკულ შვეიცარიად“ ცოდნის გენერირებისა და ტექნოლოგიების ათვისების საშუალებით

Bloomberg: როგორ იქცა რუანდა „აფრიკულ შვეიცარიად“ ცოდნის გენერირებისა და ტექნოლოგიების ათვისების საშუალებით

person access_time2016-05-15 16:13:55

აფრიკაში მდებარე მცირე ქვეყანა - რუანდა, რომელსაც ზღვაში გასასვლელიც კი არ აქვს, ამჟამად ყველას მოევლინა კონტინენტის „შვეიცარიად“. მისი ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა თითქმის 8 პროცენტს აღწევს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ორი ათეული წლის წინათ, რუანდაში მოხდა ეთნიკურ ნიადაგზე გენოციდი, რომელსაც 800,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დღეს კი, შვეიცარიის დავოსის მსგავსად, რუანდა მასპინძლობს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რომელსაც ბევრი დელეგაცია ესწრება სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

ამის შესახებ ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატიაში, რომლის თანახმად:

 

„მიმზიდველი ბიზნეს-გარემოსთვის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ბევრი აფრიკული ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის როცა ნედლეულზე ფასები შემცირებულია. ასევე შეიკვეცა საერთაშორისო დახმარებები. ეკონომიკური აღმავლობით, ლიდერის როლი დაიკავა რუანდამ, რომელმაც გაამარტივა ბიუროკრატიული პროცედურები, დააწესა საგადასახადო შეღავათები და გააუმჯობესა მართვის სისტემა. ეს ყველაფერი განხორციელდა მცირე ზომის ქვეყანაში, რომელსაც არც ზღვაში გასასვლელი პორტი აქვს და არც რაიმე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები.


თუმცა, მიუხედავად ეკონომიკური წარმატებბის და ასევე მსოფლიო ბანკის რეიტინგში ბიზნესის წარმოების მნიშვნელოვანი სიადვილით, რუანდა ვერ დაიკვეხნის დემოკრატიული მიღწევებით. სამოქალაქო უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას, რომელიც ოპოზიციას თრგუნავს. კრიტიკის საგანი გახდა აგრეთვე პრეზიდენტ პოლ კაგამეს მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევის პერსპექტივა, რა მიზნითაც მისმა პოლიტიკურმა მომხრეებმა კონსტიტუცია შეცვალეს. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი კაგამე რუანდას ხელისუფლების სათავეში 2000 წლიდან უდგას და მის მმართველობას მიაწერენ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებს.  

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუანდის ტურიზმის ინდუსტრია ქვეყნის მთავარ სავალუტო შემოსავლის წყაროდ აქცია, რასაც ხელს უწყობს ყოველწლიურად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და აფრიკის განვითარების ბანკის შეკრების გამართვა. ბევრი ვიზიტორი ჰყავს ამ ქვეყანას, რომელიც ცნობილია ბუნების სილამაზით, ჩამქრალი ვულკანებითა და მთის გორილების ნაკრძალებით. გარდა ამისა, რუანდაში ინფრასტრუქტურის შესამჩნევმა გაუმჯობესებამ და ენერგო-მომარაგებამ ხელი შეუწყო ადგილობრივი სოფლის მეურნეობისა და მანუფაქტურის განვითარებას. მორიგ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დღის წესრიგშია რუანდის მაგალითი სხვა აფრიკული ქვეყნებისთვის- თუ როგორ მიაღწიონ ეკონომიკურ ზრდას ცოდნის გენერირებისა და ტექნოლოგიების ათვისების გზით. 


სტატიაში ვკითხულობთ:

 

„ენერგომატარებლებსა და ნედლეულზე ფასების დაცემამ გამოიწვია მეტი დივერსიფიკაციისა და მეწარმეობის საჭიროება აფრიკაში“ - ამბობს ელსი კანზა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელი. მისი თქმით, რუანდა კარგი მაგალითია გრძელვადიანი დაგეგმარების და რაციონალური ინვესტირებისა, რასაც შედეგად მოაქვს მდგრადი ზრდა და განვითარება. 

 

რუანდაში ერთერთი წამყვანი ბანკირის თანახმად, მთავრობამ უწინდელივით უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო უშიშროება, გააგრძელოს კოორდინირებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რაც თავის მხრივ მეტად საჭიროა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, მთავრობა ეწევა ეფექტურ „პიარს“. ინვესტიციებზე ამოგებაც მიმზიდველად რჩება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლისთვის უცხოური ინვესტიციები რუანდის ეკონომიკაში, მოლოდინის თანახმად, 36 პროცენტით გაიზრდება და მიაღწევს ერთ მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატიაში.

 



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up