Bloomberg: რამდენად ასახავს ე.წ. „პანამის დოკუმენტები“ თანამედროვე კაპიტალიზმს

Bloomberg: რამდენად ასახავს ე.წ. „პანამის დოკუმენტები“ თანამედროვე კაპიტალიზმს

person access_time2016-04-07 14:23:50

რამდენად ასახავს ე.წ. „პანამის დოკუმენტები“ თანამედროვე კაპიტალიზმს. ამ თემას აშუქებს ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორია მეგან მაკ-ქარდი. კერძოდ, სტატიაში ვკითხულობთ:

 

„პანამაში იურიდიული ფირმის „Mossack Fonseca“- ს მიერ კონფიდენციალური დოკუმენტაციის გამომზეურებას მოჰყვა ბევრი საინტერესო შედეგი. თავის თავად, ხსენებული დოკუმენტების გამომზეურება თავისი მასშტაბით უდიდესი იყო უახლეს ისტორიაში. საერთაშორისოდ ცნობილი პიროვნებები აღმოჩდნენ უშუალოდ, თუ არა-უშუალოდ მფლობელები ბუნდოვანი ოფშორული ანგარიშებისა. ამის ნიადაგზე გაჩენილი სკანდალის გამო, ისლანდიაში გადადგა  პრემიერ-მინისტრი, რომელიც არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში დაადანაშაულეს. 

 

უნდა ითქვას, რომ ნაკლებ ინტერესს იწვევს წინასწარ მოსალოდნელი და უკვე ტრადიციად ქცეული ძახილები „გლობალური კაპიტალიზმის“ მორიგ დანაშაულზე.

 

გამოცემა „Foreign Policy“ წერს, რომ გამომზეურებული დოკუმენტები კიდევ ერთხელ აშუქებს იმ არაორდინალურ ზომებს, რომლებსაც გლობალური ელიტა მიმართავს საკუთარი შემოსავლების დასამალად-გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. იმ დროს როცა ორდინალური ხალხი გადასახადებს იხდის, მდიდრები გადასახადებს თავს არიდებენ. პანამის დოკუმენტების გაცნობა ბევრისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა წლების განმავლობაში დაგროვილი ეჭვებისა. დღეს ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ გლობალური მოსახლეობის ერთი პროცენტის შემადგენლობაში თუ არ ხარ, დროება ვერ იქნება შენთვის ხელისშემწყობი,“ - ნათქვამია გამოცემაში. 

 

ერთმა ლიბერტარიანელმა დასვა კიდეც საკითხი, თუ რამდენად შესძულდება ორდინალურ ხალხს გლობალური კაპიტალიზმი ყველაფერი ამის შემდეგ.  


 

სინამდვილეში, სხვა დასკვნების კეთებაა საჭირო. გამომზეურებული დოკუმენტები არ შეიცავს გლობალური კაპიტალიზმის მორიგ დადანაშაულებას. ეს დოკუმენტები ადანაშაულებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც სუსტი ინსტიტუტები აქვს და ძლიერი კორუფცია. მიუხედავად ანტი-ამერიკული განწყობებისა, შეერთებული შტატები არ ეკუთვნის ზემოხსენებული ქვეყნების რიცხვს.


სტატიაში ვკითხულობთ:

 

„მოდით, განვიხილოთ ცნობილი ადამიანების სია, რომელიც გამომზეურდა. ისლანდიის გამოკლებით, ეს ადამიანები არ ეკუთვნიან ქვეყნებს რომლებსაც თამამად შეიძლება ეწოდოს „კაპიტალისტური“. ესაა რუსეთი, პაკისტანი, ერაყი, უკრაინა, ეგვიპტე. ესაა ქვეყნები, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი კლეპტოკრატული მთავრობებით. იქაური ხელისუფალნი დიდძალ ქონებას აგროვებენ არა კომერციული საქმიანობით, არამედ გამოძალვითა და კორუფციული სქემებით. ესაა ქმედებები, რომლებიც კაპიტალიზმამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, შესაძლოა ფულის გაჩენამდეც კი. ცხადია, უსაფუძვლოა კაპიტალიზმის დადანაშაულება აღნიშნულ პრაქტიკაში. 

 

უნდა ითქვას, რომ ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც თავისი ვინაობის დამალვას ცდილობს, ამას აკეთებს იძულებით. არასტაბილური რეჟიმების პირობებში, შეძლებულ ხალხს ზოგჯერ კარგი მიზეზიც აქვს - საზღვარგარეთ გაიტანოს თავისი სიმდიდრე. მაგალითად, 1930-იან წლებში გერმანელი ებრაელები იმიტომ კი არ ინახავდნენ ფულს შვეიცარიის ბანკებში, რომ გადასახადებისგან თავი აერიდებინათ, არამედ იმიტომ. რომ საკმარისი ფინანსური რესურსები ჰქონოდათ თუკი ჰიტლერის რეჟიმისგან გაქცევა მოუწევდათ.

 

ამგვარად, ყველაფრის ერთ ქვაბში ჩაყრა და „გლობალური კაპიტალიზმის“ იარლიყის მიწებება საკითხის მხოლოდ უსარგებლობამდე დაქვეითებაა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ეკონომიკა გლობალურია, კაპიტალიზმი მეტწილად ადგილობრივია. რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ელიტები საკმაოდ მჭიდროდ ურთიერთობენ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მათი უმრავლესობა ცხოვრობს ადგილობრივი მთავრობებისა და კანონების პირობებში და შემოსავლებიც აქვთ ადგილობრივი ეკონომიკიდან. ამგვარად, რომელიმე შეძლებული პირის მიერ ადგილობრივი კანონების დარღვევა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველგან ყველა შეძლებული ადამიანი უნდა იქნას დამნაშავედ გამოცხადებული.    

 

ბევრი მთავრობაა ისეთი, რომელიც თავს არიდებს კანონების აღსრულებას, და ხშირად იმ მიზეზით, რომ შეძლებული ადამიანები ადგილობრივ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ეკუთვნიან. ესაა სწორედ ყველაზე სერიოზული პრობლემა. მაგრამ ეს არაა ყველას პრობლემა. გლობალურ კაპიტალიზმს არ შეუქმნია სუსტი ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოების პრობლემები. ამგვარად, გლობალური კაპიტალიზმის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც ვერ მოაგვარებს ამ პრობლემებს - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატიაში.  



ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up