BLOOMBERG: ქვეყნები ყველაზე მეტი სუპერ-იახტით

BLOOMBERG: ქვეყნები ყველაზე მეტი სუპერ-იახტით

access_time2019-04-29 20:36:15

გამოცემა Bloomberg-მა, იმ ქვეყნების სია შეადგინა, სადაც ყველაზე მეტი იახტაა თავმოყრილი. სწორედ მათ რიცხვშია მეათე პოზიციაზეა ნიდერლანდები, სადაც ჯამში 18 ძვირადღირებული წყლის ტრანსპორტია დაფიქსირებული. სუპერ-იახტების რაოდენობა 19-ია ავსტრალიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი 22. აქ მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული იახტა, სახელად დუბაი, რომელიც დუბაის ამირას ეკუთვნის. ფასი 350 მილიონი დოლარია და 8 გემბანიან ხომალდს შეუძლია გადაიყვანოს 100 მგზავრი და მათ ნებისმიერი გასართობი შესთავაზოს.


იახტების სიმრავლით მერვე ადგილზე არის მონაკო, სადაც მათი რაოდენობა 41-ია. მონაკო მთელს მსოფლიოში განთქმულია, როგორც უმდიდრესი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ადამიანების დასასვენებელი და გასართობი ადგილი. ამიტომ, სწორედ მონაკო გახდა ნიმუში კომპანიისთვის - Yacht Island Design, რათა შეექმნა ახალი იახტა, რომლის სახელწოდებაც, შესაბამისად გახდა Streets of Monaco. მცურავ კუნძულზე განთავსებულია სასტუმრო, კაზინო, იპოდრომი, ჩოგბურთის კორტები და საცურაო აუზები. იახტას ემსახურება 70 მომსახურე პერსონალი და განკუთვნილია მხოლოდ 16 სტუმრისთვის, თუმცა მისი ფასი უცნობია.


სუპერიახტების მქონე ქვეყნების ათეულში მეექვსე ადგილს, 45 იახტით ბაჰამის კუნძულიც დასახელდა. ტოპ ხუთეულში კი საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია დასახელდა. რაც შეეხება ლიდერ ქვეყანას - ყველაზე მეტ იახტას საკუთარ სანაპიროზე ამერიკის შეერთებული შტატები აერთიანებს და მათი რაოდენობა 158-ია.




რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულებს, მათგან გამოირჩევა Octopus, რომელიც Microsoft-ის თანადმაფუძნებელს პოლ ალენს ეკუთვნის. მისი ღირებულება შეფასებულია 200 მილიონ დოლარად და მისი გამორჩეული თავისებურებაა ის, რომ იგი მერსედესის ფირმის 8 ძრავით არის აღჭურვილი. იახტაზე არის 2 საცურაო აუზი, კინოთეატრი, რამდენიმე სასტუმრო ოთახი და სასადილო, მილიარდერის პირადი ხმის ჩამწერი სტუდია, სრულმასშტაბიანი საკალათბურთო მოედანი.


მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული იახტა კი 4,85 მილიარდი დოლარი ღირს, რომლის სახელიც, «History Supreme-ია და ანონიმმა მალაიზიელმა ბიზნესმენმა შეუკვეთა, ხოლო მის შექმნას 3 წელი დასჭირდა. იახტის სიგრძე 30 მეტრია, მის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია 100 კგ. სუფთა ოქრო და პლატინა. მოპირკეთებულია თითქმის მთელი იახტა. კაიუტის კედლები კი დამზადებულია მეტეორიტული ქვებისგან. იახტაზე შეიძლება კომფორტულად მოთავსდეს 8 სტუმარი 4 ორკაციან VIP კაიუტებში.


BMG






ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up