Bloomberg: პუტინი საქართველოსთან ურთიერთობების გამწვავებისგან თავს იკავებს

Bloomberg: პუტინი საქართველოსთან ურთიერთობების გამწვავებისგან თავს იკავებს

access_time2019-07-11 20:00:51


„რაც შეეხება სანქციებს საქართველოს წინაამღდეგ, მე არ ვიზამდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო,“ - განაცხადა პუტინმა 9 ივლისს.


„სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენის სურვილის გამო, მე არ გავაკეთებდი არაფერს, რაც გაართულებდა ურთიერთობებს ჩვენს შორის,“ - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა იმის შემდეგ, რაც სახელმწიფო სათათბირომ საქართველოს წინაამღდეგ „ანტირუსული პროვოკაციების გამო“ ეკონომიკური სანქციების შემოღების რეკომენდაციით მიმართა.


სავარაუდო ზომებს შორის შესაძლებელია აღმოჩნდეს ქართული ღვინის და მინერალური წყლების იმპორტის და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ბლოკირება - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩელსავ ვოლოდინმა.


„რა თქმა უნდა, ეს დადებითი გადაწყვეტილებაა. ჩვენს ქვეყნებს შორის არ უნდა იყოს ბარიერები,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.


დაძაბულობა საქართველოს და რუსეთს შორის გაიზრდა თბილისში მასობრივი პროტესტების შედეგად, რომლებიც გამოიწვია რუს კომუნისტ დეპუტატ სეგრეი გავრილოვის ირგვლივ დატრიალებულმა ისტორიამ - თბილისში მიმდინარე მართლადიდებლური პარლამენტთაშორისი ასამბლეის ფარგლებში რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა.


ამან გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა თბილისში, რადგანაც რუსულ-ქართული ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.



საპროტესტო აქციის გამო რუს დეპუტატს მოუწია რუსეთში დროზე ადრე გამგზავრება, რის შემდეგაც მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა უხეში პოლიციური ძალა. თუმცა, ამან არათუ არ ჩაახშო, არამედ გაძლიერა პროტესტი და აქციები გაგრძელდა, ამჯერად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით.


პუტინის გადაწყვეტილება სანქციების გამკაცრებისგან თავის შეკავების შესახებ „შესაძლებელია განიხილოს როგორც წნეხი საქართველოზე, იმის დემონსტრირება, რომ საჭიროების შემთხვევაში ზეწოლა გაიზრდება,“ - განაცხადა მოსკოვის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ანალიტიკოსმა ალექსეი მაკარკინმა.


ბოლო წლებში რუსეთი საკმაოდ ხშირად მიმართავს გავლენის ეკონომიკურ ბერკეტებს მეზობლებთან პოლიტიკურ დავებში.


რუს დეპუტატთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მოსკოვმა აკრძალა ავიარეისები და მკვეთრად შეზღუდა ტურისტული ნაკადი საქართველოში, რამაც შესაძლებელია ამ ქვეყანას 300 მლნ. დოლარის ზარალი მოუტანოს.


დამატებითი სანქციების შემოღებით საქართველოს დანაკარგები იქნებოდა კიდევ უფრო სერიოზული ვიდრე დღეს, ტურისტული ნაკადის დახურვის გამო. ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც შეადგენს 16 მლრდ. დოლარს, ყოველწლიურად იღებს რუსეთიდან ფულადი გზავნილების სახით 630 მლნ. დოლარს, ასევე ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის (203 მლნ. დოლარი) ორი მესამედი მოდის რუსეთზე და მინერალური წყლების ექსპორტის ნახევარი - ჯამურად საქართველოს ზარალი შეადგენდა ასობით მილიონ დოლარს.


ქუჩის აქციები საქართველოში გრძელდება. მომიტინგეები ადანაშაულებენ მთავრობას რუსეთთან შერიგების მცდელობაში, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი აგრძელებს ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას.


პოლიტიკურ საკითხებთან ერთად მათ აღშფოთებას იწვევს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ეროვნულ ვალუტის სისუსტე, რომელის 9 ივლისს დაეცა რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე.


კონფლიქტი კიდევ გამწვავდა იმის შემდეგ, რაც 7 ივლისს ოპოზიციური არხის ტელეწამყვანმა ღია ეთერში უცენზურო სიტყვებით აგინა რუსეთის პრეზიდენტს, რამაც გამოიწვია ძალიან მწვავე რეაქცია.


თუმცა, სიტუაცია დაამშვიდა თავად პუტინმა, რომელმაც უარი თქვა ამ გამოხტომის გამო ახალი სანქციების გამოცხადებაზე,


„არ არსებობს სანქციების დაწესების მიზეზები მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცა გამოვიდა და რაღაცა წამოროშა“- თქვა მან.







ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი
access_time2019-12-06 20:30:49
ხშირად ამბობენ, რომ არმიას ისრაელის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.  „Start up nation” -  წიგნის დიდი ნაწილი დათმობილია ტექნოლოგიურ სიახლეებსა და გამოგონებებზე, ხოლო ყველა მათგანში აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდები სამხედრო წარსულით, ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზებზე და წლების განმავლობაში გამოიმუშავებდნენ უნიკალურ უნარებს. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ  მიღებული გამოცდილების გამოყენებით ისნი ან...


მსგავსი სიახლეები

up