Bloomberg: პუტინი მართალია - დოლარს ვერ გავექცევით

Bloomberg: პუტინი მართალია - დოლარს ვერ გავექცევით

access_time2021-06-13 18:00:33

 ამერიკის ყველაზე ეფექტური იარაღი სტრატეგიულ და ეკონომიკურ მოწინაანღდეგეებთან ბრძოლაში შესაძლოა დოლარი გახდეს.

 

რუსეთსა და ჩინეთს ამერიკული ვალუტის დომინირება აღიზიანებთ, თუმცა ისინი სიტყვიერად  უკმაყოფილების გამოხატვასა და ფინანსურ შეთანხმებებში უმნიშვნელო ცვლილებებზე შორს ვერ მიდიან. ეს თავად ვლადიმერ პუტინმა აღიარა.

 

თუ თქვენ ჩემი ნათქვამი დოლარზე გაიგეთ და ისე გაიგეთ, თითქოს ჩვენ მასზე, როგორუნივერსალურ სარეზერვო ვალუტაზე უარს ვამბობთ - ეს ასე არაა  - განაცხდა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

რაც შეეხება ჩინეთის მცდელობას იუანს სარეზერვო ვალუტის სტატუსი მიანიჭოს, ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

 

პუტინის განცხადებამდე ცენტრალური ბანკი თავის სავალუტო რეზერვებში დოლარის აქტივების ევროში, იუანსა და ოქროში გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა. ეს ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების გამო უკმაყოფილების ფონზე ხდება.

 

პირველი შეზღუდვები ყირიმის ანექსიის გამო 2014 წელს დაწესდა და მას შემდეგ მოსკოვი დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას მუდმივად ცდილობდა. მაგრამ მთელი ძალისხმევის მიუხედავად, მოსკოვმა აღიარა, რომ თანამედროვე მსოფლიოში დოლარის გარეშე საერთაშორისო ბაზარზე მუშაობა წარმოუდგენელია.

 

მსოფლიოში ცენტრალური ბანკების რეზერვების 60% და საგარეო სავაჭრო ოპერაციების 88% სწორედ ამერიკულ დოლარზე მოდის.  საერთაშორიო ობლიგაციების ნახევარზე მეტიც სწორედ დოლარშია.


 

თუმცა, დოლარის ძლევამოსილება უპირობო სულაც არაა - აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდადი დეფიციტი ახალი სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვას მოითხოვს,  ხოლო ამერიკის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ღრმავდება. დოლარისადმი საერთაშორისო ნდობა ჯერაც ძალიან მაღალია, თუმცა წინა წლებთან შედარებით ნაკლებია - როგორც უკვე ითქვა ცენტრალური ბანკების რეზერვების  60% დოლარშია და ეს ძალიან ბევრი, მაგრამ ამავე დროს ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 25 წლის მანძილზე.

 

პეკინის ყველა მცდელობა იუანის პოზიციების განმტკიცებისთვის,  ჯერ ნაკლებად შედეგიანია.  თუმცა, როგორც ჩანს, ეს გრძელვადიანი თამაშია. სავარაუდოდ, ათწლეულის ბოლოს ჩინეთი აშშ-ს ნომინალური მშპ-ს მაჩვენებელში გაუსწრებს.

 

თუმცა, ამ ციფრებს უკან სხვა რეალობა დგას - მსოფლიოში ათეულობით ქვეყანაა, სადაც დოლარის გარდა სხვა ვალუტის სარეზევრო სტატუსი არც განიხილება  - მით უმეტეს იუანის.

 

ამ ქვეყნებზე გლობალური მშპ- 50-60% მოდის და  იქ დოლარის დომინირებას არაფერი ემუქრება - მიიჩნევს ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ მაკკოლი.

 

მოსკოვი და პეკინი დოლარის ბატონობის შერყევას აუცილებლად გააგრძელებენ და შესაძლოა გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიონ. მაგრამ დოლარის ჩანაცვლებისთვის მათ ის უპირატესობები უნდა ჰქონდეთ, რაც შტატებს აქვთ - კაპიტალის განვითარებული ბაზარი, დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი და კანონის უზენაესობა.

 

შესაძლოა, ერთხელაც მსოფლიოს ნდობა ამერიკული დემოკრატიისადმი შეირყეს,  შესაძლოა თავად ამერიკამ დაკარგოს ინტერესი იმ საერთაშორისო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მან 1945 წლის შემდეგ იტვირთა.

 

მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა და მომავალიც დოლარისაა - იმისთვის, რომ ამაში დარწმუნდეთ, სულ არაა საჭირო ფედერალური რეზერვის მაღალჩინოსნების და ჯო ბაიდენის მოსმენა.

 

პუტინმა ყველაფერი მათ ნაცვლად გააკეთა.

 

 

Bloomberg.com

 

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up