Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

access_time2021-03-02 20:00:43

ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება.


მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია.


ბრაზილია

ეს არის ლათინური ამერიკის უმსხვილესი ეკონომიკა, სადაც 2020 წელს მსოფლიოში ფასების ყველაზე დიდი მატება დაფიქსირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული ვალუტის სწრაფი დევალვაცია იყო.


პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს რეიტინგი მინიმუმამდე დაეცა და ის ელექტორატის გულის მოგების ახალ საშუალებებს ეძებს. მაგალითად, 19 თებერვალს მან საწვავის გაძვირების გამო სახელმწიფო ნავთობკომპანიის დირექტორი გადააყენა. ის ასევე ღარიბებისთვის ფინანსური დახმარების პროგრამის გაგრძელებას გეგმავს, პროგრამა 6 თვე მოქმედებდა და დეკემბერში დასრულდა.


პრობლემა იმაშია, რომ ეს დახმარება ძირითადად კვების პროდუქტების ბაზარზე წავიდა, რამაც სურსათზე ფასების 20-70%-ით ზრდა გამოიწვია.


პანდემიამ ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, უთანასწორობა კიდევ უფრო გაამძაფრა. ფასების ზრდის პირობებში ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან.


რუსეთი

ქვეყანას, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილესი ექსპორტიორია, ამ სტრატეგიული პროდუქტის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება და შიდა ფასების რეგულირება მოუწია.


მსხვილმა რითეილერებმა მთავრობისგან ფასების შეკავების მითითება მიიღეს, რადგანაც, ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად კარტოფილი, 35%-ით გაძვირდა.



თუმცა, სახელმწიფოს ასეთმა უხეშმა ჩარევამ შესაძლოა საპირისპირო შედეგები გამოიღოს და ინფლაცია კიდევ გაზარდოს. შეზღუდვები მარტის ბოლოს მოიხსნება და რუსეთის აუდიტის პალატის პროგნოზით, ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.


ნიგერია

აფრიკის ყველაზე დიდ ქვეყანაში ინფლაციის ნახევარზე მეტი სწორედ სასურსათო პროდუქტებზე მოდის. იანვარში ფასები კვების პროდუქტებზე 12 წლის მანძილზე ყველაზე სწრაფი ტემპებითი ზრდებოდა.


საშუალო სტატისტიკური ნიგერიული ოჯახი თავისი ბიუჯეტის 50%-ს კვებაზე ხარჯავს, რაც სასურსათო უსაფრთხოებას დიდ რისკს უქმნის.


ნავთობის გაიაფების შედეგად ქვეყანაში სურსათის იმპორტისთვის საჭირო რეზერვები თითქმის ბოლომდე ამოიწურა, ადგილობრივი სოფლის მეურნეობა კი იმპორტის ჩანაცვლებისთვის საკმარისი არაა.


ამ პრობლემამ ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რომელიც სასურსათო პროდუქტების საწყობებზე თავდასხმებში გადაიზარდა.


თურქეთი

2020 წელს კვების პროდუქტები ქვეყანაში 2019 წელთან შედარებით 18%-ით გაიზრდა.


ბოლო წლების მანძილზე ინფლაცია თურქეთში ორნიშნა ციფრებით განისაზღვრება და ეს პრეზიდენტ ერდოღანის რეიტინგზე ნეგატიურად აისახება. ამის საპასუხოდ მან ფასების ზრდის მიზეზების შესწავლის მიზნით სამთავრობო კომისია შექმნა.


მისი თქმით, ვაჭრობის სამინისტრო დააჯარიმებს იმ კომპანიებს, რომლებიც სურსათს სპეკულაციურ ფასებში ყიდიან. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ჯარიმებით მთავრობა ჯერ კიდევ 2019 წელს იმუქრებოდა, თუმცა, უშედეგოდ.


ინდოეთი

ქვეყანა მსოფლიოში ბრინჯის უმსხვილესი ექსპორტიორია, თუმცა, პარალელურად ათობით მილიონ ინდოელს სურსათთან წვდომის პრობლემა აქვს, და სწორედ ეს ქვეყანაა მსოფლიო ლიდერი ბავშვთა შორის შიმშილის კუთხით.


სურსათის გაძვირება ინდოეთში პოლიტიკური დაძაბულობის ცენტრშია, რომელიც ბოლო პერიოდში მძაფრდება. მარცვლეულის ბაზრის ლიბერალიზაციის შემდეგ ადგილობრივმა ფერმერებმა ფასების ვარდნის შიშით, საპროტესტო აქციები დაიწყეს.


მთავრობა ასევე სურსათზე და საწვავზე სახელწიფო სუბსიდიებს ამცირებს, რაც ხშირად არეულობას იწვევს და ეს პრობლემა ინდოეთისთვის ძალიან აქტუალური როგორც მინიმუმ უახლოესი 2 წლის მანძილზე იქნება.


bloomberg.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
სურსათი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up