Bloomberg: პანდემიას ყველაზე უკეთესად გაერთიანებულ საამიროებში ებრძვიან

Bloomberg: პანდემიას ყველაზე უკეთესად გაერთიანებულ საამიროებში ებრძვიან

access_time2021-12-02 20:00:27

ახალ ყოველთვიურ რეიტინგში COVID Resilience Ranking პანდემიასთან ბრძოლის კუთხით პირველ ადგილზეა გაერთიანებული საამიროები.

 


იმ ქვეყანათა ხუთეულში, სადაც კორონავირუსს ყველაზე უკეთესად უმკლავდებიან, ასევე ფინეთი, ჩილე, ირლანდია და ესპანეთი მოხვდნენ.

 


რეიტინგის შედგენა 12 პარამეტრით ყოველთვიური ანალიზის საფუძველზე ხდება, მათ შორისაა კორონავირუსის გავრცელების ტემპები, ჯანდაცვის და მკურნალობის ხარისხი, მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელი, დაინფიცირების დინამიკა, სიკვდილიანობა, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები და ა.შ.

 


ამ რეიტინგში გაანალიზებულია ვითარება მსოფლიოს 53 ქვეყანაში, რომლებზეც მკვლევრების მთლიანი საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. რეიტინგში პირველი ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში - 203 დოზა 100 ადამიანზე. ამავე დროს დაინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიო.

 


კვლევაში ასევე აღნიშნულია ამ ქვეყანაში ჯანდაცვის და მთლიანობაში ცხოვრების ძალიან მაღალი დონე. მეორე ადგილზეა ჩილე, რომელიც წინა თვის რეიტინგთან შედარებით 6 პუნქტით ვაქცინაციის მაღალი დონის (211 დოზა 100 ადამიანზე) წყალობით დაწინაურდა. ქვეყანა ასევე ღიაა როგორც შემსვლელი, ისე გამსვლელი ტურიზმისთვის, იქ დაბალია დაინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი.

 



ტოპ-ხუთეულში დანარჩენ 3 ადგილს ევროპული ქვეყნები იკავებენ - ფინეთი, ირლანდია, და ესპანეთი, სადაც ასევე მაღალია ვაქცინაციის დონე, ჯანდაცვის ხარისხი, და ტურიზმისთვის გახსნილობის დონე.

 


ბრიტანეთი და აშშ მე-12 და მე-13 ადგილზე არიან, ხოლო გერმანია, ბოლო პერიოდში დაინფიცირების მასშტაბების ზრდის გამო, 19 პუნქტით 32-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

 


რუსეთმა 2 პუნქტით წინ წაიწია და 44-ე ადგილი მექსიკას და სამხრეთ აფრიკას შორის, დაიკავა. ჯანდაცვის მთლიანობაში დამაკმაყოფილებელი წვდომის მიუხედავად, რუსეთის შეფასება მეტწილად ნეგატიურია ეკონომიკური ზრდის სუსტი პერსპექტივის (4,2%), ვაქცინაციის დაბალი დონის და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო.

 


რეიტინგის ბოლო ადგილებზეა აზიის 3 ქვეყანა - ვიეტნამი (51), ინდონეზია (52) და ფილიპინები (53).

 


თუმცა, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები შესაძლოა სულ ცოტა ხანში მოძველდეს, რადგანაც ახალი შტამის „ომიკრონის“ გამოჩენა სავარაუდოდ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის.

 


პირველ რიგში ეს აფრიკის ქვეყნებს შეეხება, სადაც კორონავირუსის ეს სახეობა პირველად დაფიქსირდა, თუმცა, შესაძლოა სიტუაცია სხვა კონტინენტებზეც შეიცვალოს.

 


ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია მის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები, მაგრამ უკვე დღეს ბევრ ქვეყანას მკაცრი ზომები შემოაქვს - მაგალითად, ისრაელმა და იაპონიამ მთლიანად აკრძალეს უცხოელების შესვლა, სხვა ქვეყნებმა ჯერ-ჯერობით საზღვრები მხოლოდ აფრიკელებისთვის დახურეს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up