Bloomberg: პანდემიამ და  ბრექსიტმა ევროპის ფინანსური ბაზრის ზრდა ვერ შეაჩერა

Bloomberg: პანდემიამ და ბრექსიტმა ევროპის ფინანსური ბაზრის ზრდა ვერ შეაჩერა

access_time2020-12-22 20:00:00

პანდემიის პერიოდში ევროპულმა საფონდო ბირჟებმა აქციების განთავსების (IPO) კუთხით, როგორც რაოდენობის, ასევე მოზიდული თანხების მხრივ, 2019 წლის მაჩვენებლებს გაუსწრო - და ეს იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, დღეს ბირჟაზე გასვლისთვის საუკეთესო დრო ნამდვილად არაა.

დღეისთვის, 2020 წლის მანძილზე ევროპული ბირჟების ლისტინგს 160 კომპანია დაემატა, მათი აქციების ჯამურმა ღირებულებამ 28.3  მლრდ. დოლარი შეადგინა - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 136 კომპანია და 26,7 მლრდ. დოლარი შეადგინა.

 

2020 წლის მონაცემების ყველაზე დიდი წილი ლონდონზე მოდის - 32 IPO და მოზიდული 11,3 მლრდ დოლარი. ბრიტანეთის დედაქალაქის ფინანსური ბაზრის მაღალი მაჩვენებელი 2-მა განთავსებამ უზრუნველყო - ყაზახურმა ბანკმა Kaspi.kz-ს და  რამდენიმე ჩინური კომპანიის მიერ 2 მლრდ. დოლარს აქციების გაყიდვამ.

 

შესაბამისად, გამოდის, რომ ევროპულ ფინანსურ ბაზარს არა მხოლოდ კორონავირუსი, არამედ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა არ აშინებს.

 

ლონდონის ბირჟის ფასიანი ქაღალდების და ფიქსირებული შემოსავლის ბაზრის განყოფილების უფროსის ჩარლი უოკერის თქმით, 2021 წელს მოსალოდნელია ბრიტანული კომპანიების მიერ ბირჟაზე გასვლის ზრდა.

 

„საფონდო ინდექსების შემცირების და ბრექსიტის მიუხედავად, ინტერესი ლონდონის ბირჟისადმი ბიზნესის მხრიდან არ მცირდება. ეს მაშინ, როდესაც ინდექსი FTSE 100 მიმდინარე წელს 13%-ით,  Stoxx Europe 600 —  5,3%-ით, ხოლო , FTSE 250 —  9,1%-ით შემცირდა“ - ამბობს უოკერი.


ლონდონის  ბირჟაზე IPO-ს კანდიდატებს შორის ამ დროისთვის სადილის მიტანის სერვისი
Deliveroo და კიბერუსაფრთხოების დარგში მომუშავე კომპანია Darktrace-ია.

 


თუმცა. 2020 წელს დალისტინგების კუთხით ლიდერია არა ლონდონი, არამედ ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო - იქ მოქმედ ბირჟას მიმდინარე წელს 34 კომპანია შეემატა, რაც 6-ჯერ მეტია, ვიდრე 2019-ში. ეს საბოლოო მონაცემები არაა - დეკემბრის ბოლომდე ოსლოში კიდევ 3 IPO იგეგმება.

 

ლონდონი მე-2 ადგილზეა, მე3-ზე კი - შვედეთი, სადაც სტოკჰოლმის ბირჟას 29 კომპანია შეემატა. მოზიდულმა თანხამ 2,6 მლრდ. დოლარი შეადგინა.

 

ამავე დროს რამდენიმე ქვეყანაში პანდემიის პირობებში მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა. მაგალითად, იტალიაში ბაზარი 745 მლნ. დოლარამდე შემცირდა, და ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს მილანის ბირჟაზე განხორციელდა 2,9 მლრდ. დოლარის 35 განთავსება.

 

2020 წელს გერმანიაში IPO-ს ბაზარმა 1,3 მლრდ. დოლარი შეადგინა, საფრანგეთში 600 მლნ. დოლარი, მაშინ როდესაც 2019 წელს  - 3,2 მლრდ. დოლარი.

 

მომავალ წელს საფრანგეთში ბირჟაზე აქციების განთავსებას ინტერნეტ-პროვაიდერი OVH, ფარმაცევტული კომპანია Sanofi,  ენერგოკონცერნი  Engie, კიბერუსაფრთხოების  დარგში მომუშავე Utimaco და კორპორატიული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი SUSE გეგმავენ.

 

2020 წელი  რეკორდული იყო ამერიკული ბირჟებისთვისაც - 479 IPO და მოზიდული 173 მლრდ. დოლარი.

 

მიმდინარე წელი წარმატებული აზიური ბირჟებისთვის აღმოჩნდა - 885 დალისტინგება და მოზიდული 134 მლრდ. დოლარი.

 

Bloomberg.com

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
bloomberg



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up