Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

access_time2020-12-03 21:00:49

2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.

 

2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.

 

მაშინ რა ხდება კრიპტოვალუტების სამყაროში? მარტივი რამ ხდება  - პანდემიამ კაცობრიობის გადასვლა ციფრულ სამყაროში წარმოუდგენლად დააჩქარა. ის, რასაც წესით 10 წელი სჭირდებოდა, ჩვენს თვალწინ 10 თვეში მოხვდა. ონლაინ სამყაროში ისეთი ადამიანები გადავიდნენ, რომლებიც ჩვეულებრივ სიტუაციაშია ამაზე არც კი დაფიქრდებოდნენ.

 

გარდა ამისა, პანდემიის დროს ფინანსური ზედამხედველობა გაძლიერდა, თანაც ფინანსური თაღლითობა გახშირდა. ორივე ეს ტენდენცია ვირტუალური ფულისთვის სასარგებლოა.

 

ბიტკოინი ნელა-ნელა არა მხოლოდ გადახდის, არამედ დაგროვების საშუალებაც ხდება.  ბიტკოინებში კაპიტალს ინვესტორები და მაღალტექნოლოგიური კომპანიები აბანდებენ.  ინვესტორ ვენესეს კაზარესის თქმით, ბიტკოინმა 10 წელი იმუშავა და თავისი სანდოობა დაამტკიცა.

 

„ამ ვალუტას 100 მლნ.-ზე მეტი ადამიანი იყენებს და მისი მომხმარებლების რაოდენობა ყოველწლიურად მილიონით იზრდება. ყოველდღიურად ბიტკოინში 1 მლრდ. დოლარის ტრანზაქციები ხორციელდება. რა არის ეს, თუ არა წარმატება?“ - ამბობს ის.

 

ბიტკოინს, როგორც გადახდის საშუალებას 3 ცალსახა ნაკლი გააჩნია. პირველი რიგში ის არასაკმარისად სწრაფია. ბლოკჩეინი ყოველ 10 წუთში მხოლოდ 3000 ტრანზაქციას ამუშავებს, თანაც, კრიპტოვალუტის ყიდვის პროცესში  საკომისიო საკმაოდ მაღალია - პლატფორმა Coinbase-ზე ის ყოველი ბიტკოინის 1%-ს შეადგენს.


 

ასევე დიდი ნაკლია ელექტროენერგიის უზარმაზარი ხარჯი, შესაბამისად, კრიპტოვალუტების მაინინგი ძირითადად ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც ტარიფები დაბალია, პირველ რიგში - რა თქმა უნდა, ჩინეთში.

 

თუმცა, ამ ნაკლს გადაფარავს კრიპტოვალუტის ძირითადი უპირატესობა - დამოუკიდებლობა. ბიტკოინით ანგარიშსწორებას არ სჭირდება შუამავალი, ისეთი როგორც ბანკი, ის მიუწვდომელია სახელმწიფო რეგულატორებისთვის.

 

ბიტკოინის არსებობის პირველ წლებში სერიოზულად დაზარალდა იმის გამო, რომ კრიმინალური სამყარო ვირტუალურ ფულს აქტიურად იყენებდა. ეს მხარე დღესაც არსად არ გამქრალა, რაც აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს ანგარიშშიცაა ნათქვამი. თუმცა, ამის მოუხედავად, დღეს ბიტკოინი სულ უფრო მეტ რესპექტაბელურ ადამიანს და ინსტიტუტს იზიდავს, რომლებსაც ფინანსური სისტემის საყოველთაო კონტროლი არ მოსწონთ.

 

ვერ ვიტყვით, რომ კრიპტოვალუტა სრულიად მიუწვდომელია საგადასახადო ორგანოების და ფინანსური რეგულირებისთვის. ბლოკჩეინში ყველა ტრანზაქციაზე, კრიპტოვალუტის ყველა მფლობელზე, ყველა გამგზავნზე და მიმღებზე საკმარისი ინფორმაცია ინახება.

მეტიც - აშშ-ს საგადასახადო სამმართველო მსხვილ კრიპტობირჟებისგან მათი ოპერაციების თაობაზე მთელი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

 

ეს მოთხოვნა ბირჟებს ჯერ კიდევ კრიპტოვალუტების ეპოქის დასაწყისში, 2016 წელს გაეგზავნა, რასაც Coinbase-ზე ბიტკოინების გაყიდვის ტალღა მოჰყვა - მართალია, ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ იმ პერიოდში ვირტუალური ვალუტა სერიოზულად დაზარალდა.

 

თუმცა, ამის მიუხედავად,  ბიტკოინის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს, რადგანაც ის გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტრადიციული ფული და კრიპტოვალუტებში შექმნილი დანაზოგები, მრავალი მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფო ორგანოებისთვის დღესაც მიუწვდომელია.

 

დღეს, როდესაც შტატებში ადმინისტრაცია შეიცვალა, მოვიდა დრო, რომ ამერიკამ აღიაროს ცვლილება, რომელიც მოხდა კრიპტოვალუტების სამყაროში პანდემიის პერიოდში - ჯო ბაიდენმა უნდა გაიაზროს, რამდენად მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის ბიტკოინის ინტეგრაცია ამერიკის ფინანსურ სისტემაში და არა მისი დამორჩილების მცდელობა.

 

ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არა არაფერი, შტატების ფინანსური სისტემის იდეოლოგია ხომ სწორედ ნაკლები ცენტრალიზება, პირადი ინფორმაციისადმი მეტი პატივისცემა, და ადამიანების მეტი დამოუკიდებლობაა, ვიდრე ნაკლებად თავისუფალ ქვეყნებში.


Bloomberg

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up