Bloomberg: OPEC+ ნავთობის მოპოვებას არ გაზრდის

Bloomberg: OPEC+ ნავთობის მოპოვებას არ გაზრდის

access_time2021-03-05 20:30:36

OPEC+-ში შემავალი ქვეყნები მარტ-აპრილში ნავთობის მოპოვებას არსებულ დონეზე შეინარჩუნებს, იმის მიუხედავად, რომ ბაზრის მონაწილეები დღე-ღამეში მოპოვების 1,5 მლნ. ბარელით ზრდას ელოდნენ.


თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ამ მოლოდინებისგან განსხვავებული აღმოჩნდა, რის შემდეგაც ლონდონის ბირჟაზე ნავთობი Brent 5,2%-ით, 67,4 დოლარამდე გაძვირდა.


თუმცა, RBC-ს ცნობით, შესაძლოა რუსეთმა და ყაზახეთმა აპრილში მოპოვება მაინც გაზარდონ. დღე-ღამეში 130 000 და 20 000 ბარელით შესაბამისად.


1 წლის წინ, 2020 წლის 6 მარტს ანალოგიური შეთანხმება ჩაიშალა იმის გამო, რომ საუდის არაბეთი, პანდემიის პირობებში მოხმარების მკვეთრი ვარდნის ფონზე, მოპოვების დღე-ღამეში დამატებითი 1,5 მლნ. ბარელით ითხოვდა, მოსკოვი კი არ დათანხმდა. ამის შემდეგ ფასები თითქმის 30% ჩამოიშალა, ნავთობის ღირებულება კი რამდენიმე დღე ნულს ქვემოთ იყო.


ნავთობის ბაზარზე კატასტროფის თავიდან არიდების მიზნით, მომპოვებელმა ქვეყნებმაკონსულტაციები განაახლეს და საბოლოო ჯამში 1 მაისიდან მოპოვების დღე-ღამეში რეკორდული 9,7 მლნ. ბარელით შემცირების თაობაზე შეთანხმდნენ.



ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს და საბოლოოდ მოპოვება პანდემიამდელ მაჩვენებელს 2022 წლის მაისისთვის უნდა დაუბრუნდეს.


2020 წლის დეკემბერში, საკარანტინო შეზღუდვების შერბილების და ეკონომიკის ნაწილობრივი აღდგენის პირობებში, OPEC+ ის წევრები ყოველთვიურად მოპოვების 500 000 ბარელით კორექტირებაზე შეთანხმდნენ, თუმცა, რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთმა მოპოვება ნებაყოფლობით შეამცირა, ხოლო დანარჩენი ქვეყნების კვოტები უცვლელი გახდა, რუსეთის და ყაზახეთის გარდა. ისინი მოპოვებას 65 000 და 10 000 ბარელით შესაბამისად გაზრდიან.


„ეჭვგარეშეა, რომ იანვარში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ მდგომარეობა ნავთობის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. OPEC+ის წევრების მიერ მოპოვების შემცირებამ და საუდის არაბეთის ნებაყოფლობითმა გადაწყვეტილებამ ბაზრის დაბალანსებას ხელი შეუწყო“ - განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინც აბდულაზის ბენ სალმანმა.


მაგრამ ამავე დროს, მისი თქმით, ბაზრის აღდგენის ტემპების გაურკვევლობა არ შემცირებულა და გასულმა წელმა ცხადყო რამდენად რთულია ასეთ გარემოში პროგნოზების გაკეთება.


„ამ ფონზე, შესაძლოა, ვინმეს თავი მოვაბეზრო, მაგრამ მაინც გავიმეორებ. ყველას დიდი სიფრთხილე გვმართებს“, - მიიჩნევს პრინცი.


სავარაუდოდ, OPEC+ის ახალო გადაწყვეტილება ნავთობის ფასებზე პოზიტიურად აისახება და ხელს ბაზრის ნორმალიზაციას შეუწყობს. შესაძლოა, კარტელის მიზანიც სწორედ ესაა, თუმცა, წევრ-ქვეყნებს შორის ბევრია ისეთი, რომელსაც მოპოვების გაზრდა სურს და ფასების ბოლოდროინდელი ზრდა ამისთვის საუკეთესო არგუმენტია.


თუმცა, ამავე დროს ყველა აცნობიერებს, რომ პანდემიას ბოლო ჯერაც არ უჩანს და არავინ იცის, ნორმალური ცხოვრება სრულად როდის აღდგება. ამ ვითარებაში ნავთობის ფასების დღევანდელი ზრდა შესაძლოა ერთ წამში ისევ ვარდნამ შეცვალოს, ამიტომაც ქვეყნების უმრავლესობა მოპოვების შემცირების მომხრე რჩება.


bloomberg.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ

თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up