Bloomberg: ნავთობით მსხვილ მოვაჭრეებს მომდევნო წელიც ბიზნესისთვის მტკივნეულად მიაჩნიათ

Bloomberg: ნავთობით მსხვილ მოვაჭრეებს მომდევნო წელიც ბიზნესისთვის მტკივნეულად მიაჩნიათ

access_time2016-09-08 19:00:19

ნავთობით მსხვილ მოვაჭრეებს მომდევნო წელიც ბიზნესისთვის მტკივნეულად მიაჩნიათ. ასეა დასათაურებული ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატია, რომლის ავტორის ჰავიერ ბლასის თანახმად:


"გაისადაც ვარაუდობენ გაგრძელებას შენელებული ბიზნესისა, რომელიც ბოლო ათეული წლების მანძილზე ყველაზე სერიოზულ კრიზისადაა მიჩნეული.


ამ დღეებში სინგაპურში გაიმართა აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ნავთობის ორგანიზაციის მორიგი ყოველწლიური კონფერენცია, რომლის მონაწილე მსხვილ მოვაჭრეთა უმრავლესობა პესიმისტურადაა განწყობილი უახლოესი მომავლის მიმართ. მათი საერთო აზრით, შემდგომი 12 თვის განმავლობაში ნედლი ნავთობის ფასები იმოძრავებს ერთ ბარელში 40-დან 60-ი დოლარის დიაპაზონში. ყოველ შემთხვევაში, გასული ხუთი თვის მანძილზე "ბრენტის" მარკის ნავთობი ამ ფასთა კორიდორს არ გასცდენია.


2014-ი წლიდან, მას შემდეგ რაც ნედლი ნავთობის ფასებმა დაცემა დაიწყო, გაზისა და ნავთობის მომპოვებელმა კომპანიებმა, საერთო ჯამში, 350 ათასით შეკვეცეს სამუშაო ადგილთა რაოდენობა. ასობით მილიარდი დოლარით შემცირდა ინვესტიციები ახალი საბადოების მოძიება-დამუშავებაში, რათა ამ გზით გამკლავებოდნენ კრიზისის შედეგებს. მიმდინარე წლის დასაწყისში, ნავთობის ფასები ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა ბოლო 12 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ბაზარზე მდგომარეობა ოდნავ გამოწორდა, შეერთებულ შტატებში ფიქალის ნავთობის წარმოება აშკარად ამუხრუჭებს ფასების შემდგომ ზრდას.


ერთერთი ექსპერტის თქმით, ფასები როგორც კი ავლენს ზრდის სისწრაფეს, ამერიკაში უმალ ზრდიან ფიქალის ნავთობის მოპოვებას. როგორც სჩანს, ფასები გაჩერდება 40-დან 50 დოლარის კორიდორში. მაქსიმუმ 55-ეტ დოლარს თუ მიაღწევს ერთი ბარელის ღირებულება.


ნავთობით მოვაჭრეებს მიაჩნიათ, რომ ბაზრის რებალანსირებამ სერიოზულად ჩაშალა მათი პროგნოზები, რომლებსაც აკეთებდნენ ამა წლის დასაწყისში. ეს გამოწვეულია ირანისა და საუდის არაბეთის ნავთობის ჭარბი წარმოებითა და ასევე ამერიკაში ფიქალის ნავთობის მწარმოებელთა გამძლეობით.


სპეციალისტების აზრით, ნავთობის ბაზარს ჯერ კიდევ ბევრი უკლია ბალასის მიღწევამდე. პრობლემას ქმნის მრავალი მილიონი ბარელი ნავთობი, რომელიც ჭარბი მარაგის სახით კვლავაც აუთვისებელია. თავის თავად, ეს ამოცანა რთულადაა შესასრულებელი შენელებული ვაჭრობის პირობებში.


აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ზემოხსენებულ კონფერენციაზე გარკვეულ განწყობას ქმნის სკეპტიკური შეხედულება "ოპეკის" ნავტობ-კარტელში შემავალი ქვეყნების უუნარობაზე - შეთანხმდნენ წარმოების შეზღუდვის აუცილებლობაზე. მომდევნო თვეში, ხსენებული ქვეყნები ალჟირში იკრიბებიან სათათბიროდ. ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ ნავთობის ამჟამად არსებულ გლობალურ სიჭარბესთან გასამკლავებლად" - ნათქვამია სტატიაში.


 

სტატიის თანახმად, "მართალია, აგვისტოს დასაწყისიდან ნავთობის ფასებმა 10-ი პროცენტით იმატა, რასაც ხელი შეუწყო გავრცელებულმა ვარაუდებმა რომ რუსეთი და საუდის არაბეთი საბოლოო ჯამში შეთანხმდებიან ნავთობის წარმოების შეკვეცაზე, მაგრამ მათი ბოლოდროინდელი პოზიცია და ნაბიჯები მხოლოდ საწინააღმდეგოზე მიუთითებს. საუდის არაბეთი ბოლო დროს რეკორდულად დიდი რაოდენობით ნავთობს აწარმოებს. ამაში მას არც რუსეთი ჩამორჩება, რომლის დღიურმა მოპოვებამ 11 მილიონ ბარელს გადააჭარბა. ასეთი რამ რუსეთს არ ახსოვს 1991 წლიდან.


ამგვარად, სავსებით რეალისტურად გამოიყურება პროგნოზი, რომლის თანახმად, შემდგომი ორი წლის მანძილზე, ნავთობის ფასები დიდად არ შეიცვლება.


დღეს, "ბრენტის" მარკის ნავთობი ჰონგ-კონგის სავაჭრო ბირჟაზე 48-ა დოლარის ფასით იყიდებოდა. შედარებისთვის, ივნისში ეს მაჩვენებელი თითქმის 53-ეტ დოლარს შეადგენდა. თუმცა, ეს თითქმის გაორმაგებული ფასი იყო გასულ იანვართან შედარებით, როცა "ბრენტის" მარკის ნავთობმა 27-ი დოლარის დონეზე ანტირეკორდი დაამყარა ბოლო 12-ი წლის მანძილზე.


გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ნავთობის გამომუშავების ზრდის შეჩერება მხოლოდ უმნიშვნელო გავლენას იქონიებს ფასებზე, რამეთუ ნავთობის მსხვილი მომპოვებლები ისედაც წარმოების სიმძლავრის ზღვარზე არიან მისულები და ამგვარად, ფასთა გაზრდას ნავთობის მოპოვების გარკვეული შეკვეცა დასჭირდება შემდგომ თვეებში, რათა მნიშვნელოვნად შეიცვალოს ნავთობის მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზრო ბალანსი. ისე, რომ "ოპეკის" ნავთობ-კარტელის რეპუტაციისთვის საზიანო იქნება ბევრი ლაპარაკი საქმის ნაცვლად.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობით ვაჭრობის სპეციალისტებს ნაკლებ-სავარაუდოდ მიაჩნიათ ფასთა შემდგომი დაცემა რამეთუ ბოლო დროს ცხადად გამოიკვეთა ნავთობის მიწოდებასა და მასზე მოთხოვნას შორის სხვაობის შემცირების ტენდენცია.


მიუხედავად ამისა, ნავთობის ბაზარი დეფიციტსაც რომ მიუახლოვდეს, მას მაინც მოუწევს ათვისება იმ უზარმაზარი ჭარბი მარაგებისა, რომელიც გლობალურად დაგროვდა ბოლო ორი წლის მანძილზე" - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა "ბლუმბერგის" სტატიაში.

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი




ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ

ფადი ასლი – პრემიერს: თქვენ ინტელექტუალურად  ბანკროტი ხართ
access_time2019-10-21 16:20:09
ბატონო პრემიერო, თქვენ ბანკროტი ხართ,– ასე ეხმიანება საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი იმ გარემოებას, რომ მისი ორგანიზაცია პრემიერისა და ბიზნესასოციაციების შეხვედრაზე არ დაპატიჟეს. ასეთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვეპატიჟებიან და ცდილობენ, ამ მხრივ მოახდინონ ჩვენზე ზეწოლა. როდესაც ასეთ კონდიციას მიაღწევთ, ნიშნავს, რომ ინტელექტუალურად ბანკროტი ხართ. ასეთი ქმედებები ჩვენს პოზიციებს ვერ შეცვლის, რადგან მიგვაჩნია, რომ მიგვაჩნია, რომ წარმოვადგენთ ხალხს, მათ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up