Bloomberg: ნავთობგიგანტები ომისთვის ემზადებიან

Bloomberg: ნავთობგიგანტები ომისთვის ემზადებიან

access_time2020-10-04 11:30:00

ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღის მოსვლასთან ერთად, მოთხოვნა ნავთობზე ისევ კლებულობს.



ოპეკ+ის ქვეყნები, რომლებმაც მაისში მოპოვება რეკორდულად, დღეში 9,7 მლნ. ბარელამდე შეამცირეს, ამჟამად შეზღუდვების შესუსტებაზე ფიქრობენ.



თუმცა, ეს იმ დროს ხდება, როდესაც საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ 2021 წელს ნავთობმოხმარების პროგნოზი ისევ შეამცირა. სააგენტოს ნავთობის დეპარტამენტის უფროსმა ნილ ატკინსონმა განაცხადა, რომ შესაძლოა ეს ბოლო უარყოფითი პროგნოზი არ იყოს, და არ გამორიცხა ნავთობზე მოთხოვნის შემდგომი შემცირება.



მისი თქმით, „სააგენტო პროგნოზს უფრო შეამცირებს, ვიდრე გაზრდის“.



კორპორაცია «Standard Chartered»-ის პროგნოზით, მოთხოვნის კლებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს - მათ შორისაა ვაჭრობის შემცირებაა, ბიზნესების დახურვა და სამუშაო ადგილების დაკარგვა.



იმ დროს, როდესაც მოხმარების ზრდა იგეგმებოდა, ყველაფერი სულ სხვანაირად ხდება - ევროპაში ინფიცირება ისევ იზრდება, ადამიანები ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადადიან, მასობრივი ღონისძიებები ისევ იკრძალება.



ევროპაში ეს ყველაფერი ეკონომიკური მხარდაჭერის ზომების შემცირებას დაემთხვა.




მზგავსი სიტუაციაა შტატებში - 30 სექტემბერს ამერიკაში დასრულდა პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების შერბილების პროგრამა და მომავალში გაგრძელდება ის თუ არა - არავინ იცის.



აზიაც დაზარალდა - ერთად ერთი ქვეყანა, სადაც ნავთობმოხმარება იზრდება - ტაილანდია.



მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს მომპოვებლებს შორის ურთიერთობების გაურკვევლობა ზრდის - ბევრი ქვეყანა, რომელიც მოპოვების შემცირებას დათანხმდა, სინამდვილეში თავის ვალდებულებებს არ ასრულებს, და ნავთობმოპოვებას ძველი მოცულობებით აგრძელებს. ეს კი, ცხადია, კეთილსინდისიერი ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს.



ბაზარზე არასტაბილურობის კიდევ ერთი წყაროა ლიბია, რომელიც ოპეკის შეთანხმების მიღმა დარჩა. იქ ამჟამად სამოქალაქო ომი შენელდა და ზავი გამოცხადაა, რამას ქვეყანასა ნავთობმოპოვების ზრდის საშუალება მისცა, თანაც ამისთვის ყველაზე არაშესაფერის დროს. ლიბიის სახელმწიფო ნავთობკომპანია მოპოვების გაორმაგებას ვარაუდობს. ამ პროგნოზს «Goldman Sachs»-იც იზიარებს.



ნავთობის მსხვილი საერთაშორისი სადისტრიბუციო კომპანიის «Mercuria Energy Group»-ის გენერალური დირექტორი მარკი დურნანდი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს არ სჭირდება იმაზე მეტი ნავთობი, ვიდრე ოპეკი+ იანვრიდან მოპოვებას აპირებს. მისი თქმით, ის სიტუაციას პესიმისტურად უყურებს, და 2021 წელს მოთხოვნის ზრდას არ ელოდება.



ამ გაურკვევლობის პირობებში გასაკვირი არაა, რომ თავად ოპეკ+-ის რიგებში დაძაბულობა იზრდება.



საუდის არაბეთს პირველ რიგში ფასების შენარჩუნება სურს. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ კარტელი აქტიურ პრევენციულ ზომებს მიიღებს იმისთვის, რომ ჭარბი მოწოდება არ დაუშვას.



მისი რუსი კოლეგა ალექსანდრ ნოვაკი უფრო ფრთხილია - მას უკვე არსებული შეთანხმების გადახედვა და მოპოვების დამატებითი შემცირება არ სურს. წინა შეთანხმება 2021 წლის იანვრიდან მსოფლიო მოპოვების ზრდას 2 მლნ. ბარელით ითვალისწინებს, და რუსული მხარე ამ პირობის გადახედვას საჭიროდ არ თვლის.



მსოფლიომ ერთხელ უკვე დაინახა რუსეთის და საუდის არაბეთის სანავთობო ომს რა შედეგები მოჰყვება - მარტში, როდესაც საუდის არაბეთი მოპოვების შემცირებას, ხოლო რუსეთი შენარჩუნებას ემხრობოდა. ამან ფასები იმ დონემდე დააგდო, რომ გარკვეული პერიოდი ნავთობი უფასოდ რიგდებოდა. ამის გამეორება არავის არ სურს...



მოამზადა თენგიზ აბლოთიამ






თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up